6 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვებინერების ციკლის მესამე შეხვედრა თემაზე „ბაღი და მშობლები". ისაუბრებენ მირანდა სურმანიძე, ბათუმის N21 საბავშვო ბაღის მეთოდისტი ნინო თურმანიძე, ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი შეხვედრა გაიმართება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე. 2024
6 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვებინერების ციკლის მესამე შეხვედრა თემაზე „ბაღი და მშობლები". ისაუბრებენ მირანდა სურმანიძე, ბათუმის N21 საბავშვო ბაღის მეთოდისტი ნინო თურმანიძე, ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი შეხვედრა გაიმართება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე.
7 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მოხსენებათა ციკლი, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა: „სურსათის უვნებლობა: მოემზადე მოულოდნელობებისთვის“. ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტური კონკურსი - „რატომ არის მნიშვნელოვანი: […]
7 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი და ტექნოლოგიის სკოლის მოწვეული ლექტორი დავით ჩხაიძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს. 17:00 საათზე ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწვანე წყალბადი, მისი როლი გლობალურ ენერგეტიკულ გადასვლაში და საქართველოს პერსპექტივები“. მომხსენებელი განიხილავს მწვანე წყალბადის შესაძლო როლს კლიმატის ცვლილების […]
8 ივნისს, 11:00-დან 17:00 საათის ჩათვლით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ERGA-ის (ევროპული გენომის ატლასი) დაფინანსებით, GEORBLITZ-ის ინიციატივის ფარგლებში გაიმართება „ბიობლიცი“. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებს გაუზარდოს ინტერესი ველური ბუნების მიმართ და გააცნოს დაკვირვებისა და კვლევის ტექნიკა. მეცნიერები და ღონისძიების სხვა მონაწილენი შეძლებენ საქართველოში არსებული ცოცხალი ორგანიზმების, კერძოდ, ორფრთიანების (ბუზები და მონათესავე ორგანიზმები), […]