20 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის პოლიტიკის მეცნიერება დოქტორანტი ნინო იმედაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „თვალი-თვალის წილ“ ნატო-რუსეთის ურთიერთქმედების და რუსეთის არაერთგვაროვანი ინტერვენციების ახსნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. სამეცნიერო ხელმძღვანელი – სერგი კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 20 მაისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, […]
21 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის - კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მარიამ ალბექიონი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს: “Global-Scale Rossby Waves on Stars” (მსხვილმასშტაბიანი როსბის ტალღები ვარსკვლავებზე). სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ კუხიანიძე, გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ლაურენტ გიზონი სამუშაო ენა: ინგლისური […]
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ,,მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 23 მაისს, 12 საათზე. უნივერსიტეტის კორპუსების განლაგება გთხოვთ,იხილოთ აქ. ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს ან, მოგვმართოთ ელ. ფოსტის საშუალებით: tour.music@iliauni.edu.ge დრო: 23 მაისი, 12:00 საათი ტურის ჩატარების ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, D 404 აუდიტორია
24 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი მერაბ სვანაძე გამართავს სემინარს „გარემოში სითბოს გავრცელების კანონების შესახებ“. მომხსენებელი მიმოიხილავს გარემოში სითბოს გავრცელების კანონებს, კერძოდ, გააანალიზებს ფურიეს კლასიკური კანონიდან (1822) დაწყებული დღემდე არსებულ განზოგადებულ კანონებს, ამასთან ამ კანონებზე დაფუძნებულ თერმოდრეკადობის კლასიკურ და განზოგადებულ თეორიებსა და ამ თეორიების შედეგებს, დასასრულს განიხილავს პერსპექტიული კვლევების ძირითად […]
24 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრების ორგანიზებით, საქართველოში მეორედ გაიმართება მარკეტინგული ღონისძიება “Copy Break” – „ქოფირაითინგული შესვენება“. ქოფირაითინგი ქართულ ბაზარზე ახლახან შემოსული ცნებაა, ამიტომ პროექტის მიზანია, დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს კონკრეტული მიმართულება, წარმოაჩინოს მისი მნიშვნელობა კრეატიულ ინდუსტრიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში, კერძოდ, სარეკლამო […]
24 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი გიორგი ვეშაპიძე გამართავს საჯარო სემინარს „კვანტური გამოთვლები ცივი ატომებით ოპტიკური პინცეტების ორგანზომილებიან მესერში“. კვანტური გამოთვლები ოპტიკური პინცეტების (Optical Tweezers) ორგანზომილებიან (რამდენიმემიკრონიანი პერიოდის მქონე) მესერში ჩაჭერილ ულტრაცივ გაზის ატომებზე წარმოადგენს კვანტური კომპიუტერის რეალიზების ახალ, სწრაფად განვითარებადსა და პერსპექტიულ მიმართულებას. კვანტური კომპიუტერის ამ რეალიზაციაში ქუბიტის როლს […]