29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანელი პროფესორები მარია კაპანაძე და სალვადორ სიმო გაიმართავენ საერთაშორისო ვორკშოპს/ტრენინგს „მონაწილეობა და აღდგენა დასაქმების ხელშეწყობით: სამუშაოს მხარდაჭერის სტრატეგიები და სოციალური მეწარმეობა“. მარია კაპანაძე უმაღლესი განათლების ევროპის ოკუპაციური თერაპევტთა ქსელის ვიცე-პრეზიდენტი (The European Network of Occupational Therapy in Higher Education – ENOTHE) და ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის, ტერასის საექთნო სკოლისა და […]
2 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და ილიაუნის Startup Grind-ის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა სტარტაპერებსა და მცირე მეწარმეებთან. მომხსენებლები: სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი; თამთა მოსიაშვილი, “WoodTiness”-ის დამფუძნებელი; სოფი მუხულიშვილი, “Cosmo”-ს დამფუძნებელი. შეხვედრაზე წარმატებული სტარტაპერები დამსწრეთ მოუყვებიან თავიანთი საქმიანობის, მოტივაციისა და გამოცდილების შესახებ. შეხვედრის დრო: 2 მაისი, 15:00 საათი […]
3 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში ონლაინსემინარების ფარგლებში მეცნიერი მაუსუმი დიკპატი წაიკითხავს ონლაინლექციას „მზის მაგნიტური ციკლი“. მაუსუმი დიკპატი High Altitude Observatory-ის (აშშ) უფროსი მეცნიერი და მზის მაგნიტური დინამოს ცნობილი ექსპერტია. მას მრავალწლიანი სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის პროფესორებსა და […]