20-21 მარტს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „FR-2 1-660 ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის“ ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია, ინოვაცია, ტენდენციები)“. ვორკშოპის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტში ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების პროცესში […]
8 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ონლაინსემინარების ფარგლებში პროფესორი რამონ ოლივერი წაიკითხავს მოხსენებას „სითბური არამდგრადობიდან კორონულ წვიმამდე“ (From thermal instability to coronal rain – Ramon Oliver). მომხსენებელი ისაუბრებს კორონული წვიმის მოვლენაზე, რომელიც მზის ცხელ კორონაში ცივი ნივთიერების უცაბედი წარმონაქმნია, მიმოიხილავს უსასრულო და ერთგვაროვან გარემოში ტალღების გავრცელების მათემატიკურ […]
19 მარტს, 09:30 საათზე, სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება მაია მგელიაშვილის სახელობის სოციალური მუშაობის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“. კონფერენცია ეძღვნება მაია მგელიაშვილის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის ხსოვნას, რომლის ღვაწლი სოციალური მუშაობის განვითარებასა და ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით აღსანიშნავია. კონფერენციის თემაა სოციალური მუშაობის პრაქტიკა და განათლება […]
19 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში არსებული იაპონური ცენტრისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით იაპონიის შემსწავლელი საგანმანათლებლო კურსის პროგრამის ფარგლებში ვასედას უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორი იასუიუკი ტოდო წაიკითხავს ლექციას „მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლი იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში“. თემის მოკლე მიმოხილვა პროფესორი იასუიუკი ტოდო განიხილავს მიწოდების […]
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), რომელიც ახორციელებს პროექტს „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მეცნიერების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად“, სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავებაზე. 19 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან პროექტისა და მის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ […]
19 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ონლაინშეხვედრა გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის 2023 წლის ლაურეატთან, მწერალ კლოე კორმანთან. მწერალს პრემია გადაეცა რომანისთვის ''Les Presque Sœurs '' („თითქმის დები“). კლოე კორმანს საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ პრიზს გადასცემს. მწერალი ონლაინ ჩაერთვება საფრანგეთში საქართველოს საელჩოდან, სადაც უმასპინძლებენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ფრანგული რენესანსის საერთაშორისო პრეზიდენტი, […]
22 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გიწვევთ სოკრატეს კლუბის მიერ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელზეც განხილული იქნება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ 2024 წლის 16 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ თურქული წარმოშობის ქალზე, რომელიც იძულებით გაათხოვეს, ხშირად ფიზიკურად ძალადობდა ქმარი. მისგან მომდინარე საფრთხისა და ძალადობისგან თავის […]