8 თებერვალს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პანელური დისკუსია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მკვლევრებთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკის მეცნიერები, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები, ტანია ბიორცელი და თომას რისე. პანელის მონაწილეები აკადემიურ ჭრილში მიმოიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის: ევროკავშირთან დაახლოების გავლენას საქართველოში რეფორმების დინამიკაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გეოპოლიტიკური ასპექტებს, პროდასავლურ […]