16-18 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა". საზღვრების გადალახვა და წითელი ხაზების გადაკვეთა სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებისა და ხელოვნების საერთო მახასიათებელია. ის თავად იყო განსხვავებული იდენტობებისა და მიკუთვნებულობების გადაკვეთაზე - თბილისში დაბადებული ეთნიკური სომეხი, რომელმაც თავისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი უკრაინაში, უკრაინული ფოლკლორის […]
15 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (S506) გაიმართება შეხვედრა „პოლონეთი – წარმატების გასაღები“. შეხვედრაზე ილიაუნის კურსდამთავრებულები ილაპარაკებენ პოლონური პროექტებისა და პოლონური ენის წყალობით პოლონეთში მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობებზე, ასევე კარიერული წარმატების გამოცდილებაზე. შეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლონური ენის მოწვეული მასწავლებელი მაგდალენა კნაპიკი, რომელიც ისაუბრებს როგორც მიმდინარე, ასევე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პოლონეთში […]
15 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მანანა ჯავახიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „სასწაულები შუა საუკუნეების საქართველოში (ევროპული წყაროების მიხედვით)“. მოხსენება ეხება სასწაულების ანატომიას მედიევალურ ეპოქაში და წარმოგვიდგენს ევროპულ წყაროებში (სიმონ დე სენ-კანტენის, ჰაიტონის, რუბრუკის, ბენედიქტ პოლონელის, მარკო პოლოს, ჯონ მანდევილის, პლანო კარპინის, […]
17 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ილიაუნის სამართლის სკოლასთან პარტნიორობით გამართავს სტუდენტურ კონფერენციას „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და სასამართლოს რეფორმა“. ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუდენტებთან ერთად იმსჯელებენ ევროინტეგრაციის გზაზე სასამართლო სისტემის რეფორმის არსებულ მდგომარეობაზე. ღონისძიების სპიკერები იქნებიან: ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი; ანა […]
18 იანვარს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში ,,ლიგამუსი", გაიმართება სოკრატეს კლუბის მიერ ორგანიზებული დისკუსია “საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ოჯახში ძალადობის საქმეზე”. დისკუსიაზე განხილული იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, ოჯახში ძალადობის საქმეზე. საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ პირმა რამდენჯერმე იძალადა ოჯახის წევრებზე, არასრულწლოვნების თანდასწრებით. ამ საქმეში პირი ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის […]