25-26 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საუნივერსიტეტო სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ეძღვნება ილიაუნის პროფესორ-ემერიტუსის, ზურაბ კიკნაძის 90 წლის იუბილეს. ფორუმზე ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორები თავიანთ პრეზენტაციებში ისაუბრებენ ზურაბ კიკნაძის კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ. ილიას უმაღლესი კვლევების ცენტრი წარმოადგენს ცენტრის სერიის „ილიაუნის გზამკვლევის“ ფარგლებში ზურაბ კიკნაძის ავტორობით […]