23 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა ჯილ მარი ჰრუბი, აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველი ქალი ხელმძღვანელი და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში. შეხვედრა გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ. შეხვედრაზე ჯილ ჰრუბი, პროფესიით მექანიკური ინჟინერი, სტუდენტებს ესაუბრა თავის კარიერასა და საქმიანობაზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის […]
23 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას ფოტოგამოფენას „არნახული ამერიკა / Unseen America“. გამოფენის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი; შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. პროექტის შესახებ „არნახული ამერიკა/Unseen America" დოკუმენტური ფოტოგრაფიის ინსტალაციაა და დამთვალიერებლებს აჩვენებს შეერთებული შტატების საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მხარეებს. პროექტი […]
24 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მესამე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში", რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა 24 პროექტი. ფესტივალის ჟიურიმ 4 საუკეთესო პროექტი შეარჩია და მათი ავტორი ქართველი მასწავლებლები 2024 წლის აგვისტოში ტურკუში (ფინეთი) საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. ჟიურის რჩეული პროექტები გახდნენ: პროექტი: „პლასტმასა VS მცენარე“ სკოლა: სერვანტესის სახელობის გიმნაზია […]
28-29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (Foreign Policy Research Institute, USA) მიერ ორგანიზებული კონფერენცია: ცვლილებები შავი ზღვის რეგიონში: უსაფრთხოების, სტრატეგიული კავშირისა და მდგრადობის გაძლიერება კონფერენცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ საექსპერტო და სამეცნიერო დიკუსიას და ცნობიერების […]