13 ივნისს, 14:00-17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის წინ გაიმართება ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალური კამპანიის ღონისძიება „მაისის გაზომვის თვე“. კამპანია ინიცირებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მისი მიზანია მოსახლეობის სკრინინგი მომატებული არტერიული წნევის – ჰიპერტენზიის გამოსავლენად, ასევე ამ დაავადების რისკების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. აქციის დროს შერჩეულ ადგილას დაიდგმება სპეციალური კარავი, სადაც MMM საქართველოს წარმომადგენლის, […]
13 ივნისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სემინარი „ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება და გამოწვევები უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში“. მოხსენებას წაიკითხავს ERASMUS+ პროგრამით მოწვეული სოფიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკული ბაზრები და მომსახურება" დირექტორი ათანას გეორგიევი. განხილული იქნება შემდეგი საკითხები: რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ენერგეტიკული გეოპოლიტიკა და […]
13 ივნისს, 17:00 საათზე, ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსის T102 აუდიტორიაში ერიკ ბორგი, პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, წაიკითხავს საჯარო ლექციას „გლობალიზაცია – განვითარება და შესაძლებლობები“. თემის მოკლე მიმოხილვა მომხსენებელი განიხილავს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბიზნესაქტივობებსა და მათ ახალ შესაძლებლობებს გლობალურ ბაზარზე. მსოფლიო ეკონომიკა გლობალიზაციის პროცესში გადიოდა ეტაპებს, რომლებიც დაკავშირებული იყო არაერთ კრიტიკულ მოვლენასთან. კომუნიზმის დამარცხებამ და მსოფლიო […]
19 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის სადოქტორო პროგრამის მათემატიკის დოქტორანტები მარიამ მანჯიკაშვილი და მარიამ მიქელაშვილი დაიცავენ სადისერტაციო ნაშრომებს. მარიამ მანჯიკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის თემაა „ორწერტილოვანი ამოცანები მაღალი რიგის ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისათვის რეზონანსულ შემთხვევაში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – სულხან მუხიგულაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ მიქელაშვილის სადისერტაციო […]
For English scroll down ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის და ილიაუნის Startup Grind-ის სტუდენტური წარმომადგენლობის ორგანიზებით 14 ივნისს, 19:00 საათზე, გაიმართება სამაგიდო თამაშების საღამო – Board Game Night. თუ ხარ ილიაუნის სტუდენტი და გსურს, მხიარულად გაატარო ზაფხულის საღამო მეგობრებთან ერთად, ითამაშო სამაგიდო თამაშები და შეიძინო ახალი მეგობრები, მაშინ Board Game Night შენთვისაა. ღონისძიებაზე საერთაშორისო […]
15 ივნისს კომპანია ExactPro ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და DevOps Georgia-ის ორგანიზებით გამართავს შეხვედრას IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალებისთვის. Meetup-ის მხარდამჭერია GeoSTQB, საერთაშორისო ტესტირების სასერტიფიკაციო ორგანიზაციის ISTQB-ის წარმომადგენელი საქართველოში. თემა: პროცესების ავტომატიზაცია Python-ის გამოყენებით მომხსენებლები განიხილავენ DevOps-ის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისა და ავტომატიზაციის მიმდინარე ტენდენციებს. Მომხსენებლები: ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის დირექტორი, DevOps […]
16-17 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება პირველი კავკასიური სიმპოზიუმი მღვიმეების ბიოლოგიის შესახებ. ორგანიზატორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: შალვა ბარჯაძე, ლევან მუმლაძე, ასისტენტ-მკვლევარი ეთერ მაღრაძე, ასისტენტ-ლაბორანტი ლადო შავაძე სიმპოზიუმის შესახებ მღვიმეების ბიოლოგების შეხვედრა იქნება პირველი მცდელობა კავკასიის ბიოლოგიის შესახებ სიმპოზიუმების სერიიის დაწყებისა მღვიმეების ბიოლოგიით დაინტერესებული მეცნიერების ქსელის შესაქმნელად. პრეზენტაციები შეეხება შემდეგ თემებს: […]
16 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის 401 აუდიტორიაში დოქტორი ლარს ვიგერლანდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „შეუძლია თუ არა „კარგ არქიტექტურას“ უპასუხოს ბაზრის გამოწვევას?“ თემის მოკლე მიმოხილვა რას გულისხმობს ბუნდოვანი ტერმინი „კარგი არქიტექტურა” და ბაზარზე არის თუ არა მასზე მოთხოვნა? აშშ-ში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით მომხსენებელი შეეცდება, პარალელი გაავლოს, ზოგადად, არქიტექტურასა და იმ კომენტარებსა და […]
18 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის განათლების სკოლის ორგანიზებით გაიმართება წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებაზე მოსწავლეები წარადგენენ სტუდენტებისა და მასწავლებლების მენტორობით შექმნილ წიგნებსა და მათ ინტერაქციულ ვერსიებს. წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბებს, რომლებიც ხორციელდება USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის განათლების სკოლა უნილაბის მხარდაჭერით ქვემო ქართლის 10 საჯარო სკოლაში […]