23 მაისს, 11:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, რიჩარდ სვინბერნის შეხვედრა სტუდენტებსა და პროფესორებთან. შეხვედრაზე პროფესორი სვინბერნი ისაუბრებს თავის წიგნზე Faith and Reason („რწმენა და აზროვნება“), რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ამზადებს გამოსაცემად. შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ფილოსოფიისა და რელიგიის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. შეხვედრის დასასრულ პროფესორ რიჩარდ სვინბერნს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
23 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ კორეულ ტრადიციულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. თქვენ საშუალება გექნებათ, გაეცნოთ კორეულ ტრადიციულ სამოსს, მოირგოთ ის და მონაწილეობა მიიღოთ ისეთ თამაშებში, როგორებიცაა: სეოიე (კალიგრაფია), ტუჰო, ჩეგიჩაგი, ტაკჯი. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით (დაესწრება პირველად რეგისტრირებული 50 მონაწილე). რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/NTghxywagkVnfwkh8 ჰანბოკი ჰანბოკი, ტრადიციული კორეული სამოსი, შეიძლება მოჰყვეს ?? კორეის […]
23 მაისს,17:00 საათზე, კომპანია SOLVIT-ის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებთან გამართავენ შეხვედრას და გააცნობენ მათ ინფორმაციას ვაკანსიების, სტაჟირებებისა და პროექტების შესახებ. კომპანია SOLVIT 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ახორციელებს IT სერვისებს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე. SOLVIT არის გუნდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური და ეფექტური ბიზნესის გადაწყვეტილებების მიღებაზე, თვალს ადევნებს უახლეს ტექნოლოგიურ ტენდენციებს და […]
შავი კომედია 1 მოქმედებად რა შეიძლება მოხდეს, როდესაც თინეიჯერი ბიჭების მშობლები ერთმანეთს თავიანთი შვილების ყოფა–ქცევის განსახილველად ხვდებიან? არაფერი განსაკუთრებული, იტყვით თქვენ. შეიკრიბებიან, დალევენ ჩაის, ან ყავას, ან ალკოჰოლს და ზრდილობიანად წარმართავენ ცივილურ, გაწონასწორებულ საუბარს იმის თაობაზე, თუ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის, როგორ იცვლება დროება და როგორი განსხვავებული ბავშვები იყვნენ თვითონ, არა? დიახ, სწორედ ასე იწყება […]
25 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში გაიმართება მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის, ეკონომისტ შალვა მხატრიშვილის საჯარო ლექცია „ფულის მასის შექმნის პროცესი რეალურ სამყაროში“. მომხსენებელი შეეხება ფულის მასის შექმნის პროცესს: როგორ იქმნება ფულის მასა და ვინ ქმნის მას? რეალურად რა როლი აკისრია ეროვნულ ბანკს მისი შექმნის პროცესში? რა ქმნის ფულის მასაზე მოთხოვნას ან […]
25 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ Erasmus + Jean Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking to ‘Europe’ at the periphery) ფარგლებში გაიმართება შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტისა (თურქეთი) და პოლიტიკის მეცნიერებისა და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული უნივერსიტეტის (რუმინეთი) პროფესორების ბაშაკ ზეინეფ ალფანისა და მირუნა ბუტნარუ-ტრონკოტას საჯარო ლექცია-დისკუსია. მომხსენებლები ისაუბრებენ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსა და […]
27 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის, გიორგი ასტამაძის წიგნის „გერმანულ-ქართული თანამშრომლობა 1918 წელს: საქართველოს დამოუკიდებლობა და გერმანულ-ქართული კავშირი სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია. განრიგი 12:00-12:15 ღონისძიების გახსნა პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; ერნსტ პეტერ ფიშერი, გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; […]
27 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ბოსტონის კოლეჯის პროფესორებსა და IT სფეროს სპეციალისტებს, რომლებიც ჩაატარებენ გამორჩეულ ვორკშოპს IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. თემა: ხელოვნური ინტელექტის დემისტიფიკაცია – საფუძვლებიდან აპლიკაციებამდე ძირითადი მომხსენებელი: დოქტორი დონგლაი ვეი (დოქტორის ხარისხი დაიცვა MIT-ში), ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის აფილირებული მკვლევარი ვორკშოპის აღწერა: AI-ის ხანა უკვე დაიწყო. […]
ერთ მოქმედებად თქვენ წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს როგორ დაატარებს წინ და უკან მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რათა როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი. ეს ამბავი, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილის მომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი […]