ერთ მოქმედებად თქვენ წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს როგორ დაატარებს წინ და უკან მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რათა როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი. ეს ამბავი, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილის მომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი […]