ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსს თანამშრომლობის ათწლიანი ისტორია აკავშირებს. მათი თანამშრომლობით ათეულობით წარმატებული საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა, მათ შორის ყოველწლიურად ხორციელდებოდა პროექტი „არჩევანი შენია“ მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით და სხვ. 10 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა კინგსის საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიას. დააჯილდოვეს საქართველოს მასშტაბით თითოეულ საგანში (ქართული ენა, ინგლისური, მათემატიკა, ინტელექტის ოლიმპიადა) […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით წლის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში 13 იანვარს, პარასკევს, 19:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება უნიმარკეტი #STANDWITHUKRAINE უკრაინის მხარდასაჭერად. უნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება: საქველმოქმედო ყუთში ჩააგდოს ნებისმიერი რაოდენობის შემოწირულება; შეიძინოს საინტერესო ნივთები, გამოცემები, რომელთაც ჩვენი სტუდენტები და ლექტორები უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გასაყიდად გამოიტანენ; დარეგისტრირდეს უნიმარკეტის მონაწილედ, ჩვენგან მოითხოვოს ინვენტარით მხარდაჭერა და გაყიდოს ნივთები, […]
ძვირფასო სტუდენტებო, 13 იანვარს, პარასკევს, 19:00 საათზე გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საახალწლო ქალაქში წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე. განრიგი 19:00 – 20:00 - გახსნა 20:00 – 22:00 - საახალწლო კონცერტი ღონისძიების პარალელურად გაიმართება საქართველოში მცხოვრები უკრაინელების მხარდასაჭერი უნიმარკეტი და გვექნება შესაძლებლობა, დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გელოდებით საახალწლო ქალაქში წლის […]