ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 3 მარტს, ხუთშაბათს, 13:00-დან 19:00 საათამდე უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართება უნიმარკეტი #StandWithUkraine. უნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა: საქველმოქმედო ყუთში ჩააგდოს ნებისმიერი მოცულობის შემოწირულება; შეიძინოს საინტერესო ნივთები, გამოცემები, რომელთაც ჩვენი სტუდენტები და ლექტორები უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გასაყიდად გამოიტანენ; დარეგისტრირდეს უნიმარკეტის მონაწილედ, მოითხოვოს ჩვენგან ინვენტარით მხარდაჭერა და გაყიდოს ნივთები, შემოსული თანხა კი შემოწირულების […]