24-26 დეკემბერს მთელი საქართველოს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში, რომელსაც ორგანიზებას გაუწევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმაჩეთბოტიქსი რომელიც, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურად ჩატარდება. ჰაკათონის მიზანია შეიქმნას მომავლის ინტერაქტიული წიგნები, რომლებიც მკითხველს პერსონაჟებსა და ავტორებთან უშუალო ინტერაქციის საშუალებას მისცემს. ციფრული რეალობა შესაძლებლობას გვაძლევს ლიტერატურული გმირების ენობრივ ასლებთან დიალოგი ჩვენთვის სასურველი მიმართულებით წარვმართოთ და […]
6 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას, რომელზეც განხილული იქნება გამჭვირვალობის სტანდარტების შემუშავების მნიშვნელობა კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. დისკუსიის დროს განსახილველ საკითხებს შორისაა გამჭვირვალობის სტანდარტები, მათი შემუშავებისა და განვითარების გზები, […]
2021 წლის 6 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას, რომელზეც განხილული იქნება გამჭვირვალობის სტანდარტების შემუშავების მნიშვნელობა კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. დისკუსიის დროს განსახილველ საკითხებს შორისაა გამჭვირვალობის სტანდარტები, მათი შემუშავებისა და […]
3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა გამართეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა. ღონისძიება გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, ილიაუნის ბავშვის განვითარების დირექტორმა ნინო ცინცაძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ. […]
9 დეკემბერს, 19:00 საათზე, ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში მონაწილეობით დაინტერესებულ მოსწავლეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმა ჩეთბოტიქსი გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრაზე გაეცნობი ინფორმაციას, როგორ შექმნა მოლაპარაკე პროგრამები საკუთარი ძალებით, როგორ გააცოცხლო საყვარელი პერსონაჟები თუ ავტორები ციფრულ სამყაროში. თუ გსურს სკოლაში სწავლის პარალელურად შეიძინო პროფესია და შეუერთდე ახალგაზრდა ნარატივდიზაინერების გუნდს, გელოდებით დისტანციურ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელზეც შევეცდებით ჰაკათონთან […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ციფრული სამყაროთი დაინტერესებულ II-VIII კლასების მოსწავლეებს მთელი საქართველოდან შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ გლობალურ კამპანიაში „კოდის ერთი საათი“, გაეცნონ პროგრამულ კოდთან მუშაობის საწყისებს და მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები. კოდის ერთი საათი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი პიონერის, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კონტრადმირალი ქალის, გრეის […]