25 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას, რომელზეც განხილული იქნება ასოციაციის გეგმები და მიზნები. საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. დისკუსია მიზნად ისახავს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის ცნობადობის გაზრდას. მოხსენებებით წარდგებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, […]
25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ლაივშეხვედრა თემაზე: პროგრამირების შესაძლებლობები. ლექციაზე მოგიყვებით: რა შესაძლებლობებს გაძლევს პროგრამირების სწავლა? რამდენად მოთხოვნადია პითონის პროგრამირების სპეციალისტი საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე; გაგიზიარებთ, რა უნარებსა და გამოცდილებას მიიღებ, თუ პითონის სტაჟირების პროგრამას უნილაბში გაივლი; მოგიყვებით აქამდე განხორციელებული პროექტების შესახებ. შეხვედრის სპიკერები იქნებიან: თემო ჩიჩუა, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პითონის […]