26-27 აპრილს საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი, ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რებილიტაციის ცენტრი GCRT, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე კოლეგებსა და დაინტერესებულ პირებს იწვევენ ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე „ტრავმა და საზოგადოება“. წლევანდელი […]
26 აპრილს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ახალი პროექტის „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“ ფარგლებში გამართავს დავით ჩეჩელაშვილის ლაივშეხვედრას თემაზე: „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – ინოვაციური ტექმეწარმეობა“. ინოვაციური მეწარმეობის არსი მდგომარეობს შემდეგში: სხვებზე ადრე დავინახოთ ცვლილებები და მათი მონეტიზაციისთვის დავაარსოთ სტარტაპი, რაც ძალიან რთულია. მომხსენებელი ისაუბრებს,როგორ უნდა გავზარდოთ ასეთ ცვლილებათა დანახვის შანსი და როგორ გავარჩიოთ ხანმოკლე […]
29 აპრილს, 20:00 საათზე, ფაბლაბ ილიაუნი და ზუმაუთი დისტანციურად, ზუმის პლატფორმის საშუალებით, გამართავს საინფორმაციო შეხვედრას მათი საქმიანობისა და დანიშნულების შესახებ. ფაბლაბ ილიაუნი არის ლაბორატორია, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ სტუდენტებმა, ისევე, როგორც ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, და თავიანთი ინოვაციური იდეების პროტოტიპები შექმნან კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით. ფაბლაბი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს […]