ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი გთავაზობთ ონლაინტრენინგების მოდიფიცირებულ სერიას სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური მეთოდების გამოყენების შესახებ. სპეციალური ტრენინგკურსები სასწავლო პროცესის დისტანციური რეჟიმის გათვალიწინებით შეიმუშავეს ევროპის პარტნიორმა უნივერსიტეტებმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერებმა. ტრენინგები ჩატარდება პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. თითოეულ ტრენინგზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15 მონაწილე გთავაზობთ ტრენინგების ჩამონათვალს, გრაფიკსა და სარეგისტრაციო ბმულებს. საკონტაქტო პირები: დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს. […]
Impact Hub Tbilisi სტარტაპერსა და UNDP Georgia-თან ერთად იწყებს ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროგრამას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. თუ ხარ 18-დან 30 წლამდე; ხარ თბილისიდან; გსურს გახდე მეწარმე და დადებითი ცვლილებები მოუტანო საზოგადოებას, მაშინ: ჩაერთე პროგრამაში და გაიზიარე პროფესიონალების გამოცდილება; გაიმარჯვე და განახორციელე შენი იდეა; მიიღე ფინანსური მხარდაჭერა და დაესწარი ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების სამიტს. დაინტერესების შემთხვევაში შემოგვიერთდი […]
საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის ქართული წარმომადგენლობა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გეგმავს ლიბანისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. გასული წლის 4 აგვისტოს საშინელმა აფეთქებამ ბეირუთის პორტში ორასამდე მოქალაქე შეიწირა. გადავწყვიტეთ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ლიბანს, ერთ-ერთ ფრანკოფონულ ქვეყანას. ღონისძიების სათაურია Le Liban à l’honneur. La Géorgie solidaire avec le Liban (პატივს მივაგებთ ლიბანს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ლიბანს). ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და წამყვანი საერთაშორისო გამომცემლობის (Elsevier) თანამშრომლობით აპრილში დაგეგმილია ონლაინშეხვედრები სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის: განრიგი _____________________________________________________________________________________________ 15 აპრილი, 18:00 საათი – Why does visibility matter? სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3wFjj68 _____________________________________________________________________________________________ 20 აპრილი, 18:00 საათი – How to work with the author profile and preprints in Scopus? სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3uwXYdh _____________________________________________________________________________________________ 22 აპრილი, 18:00 […]
15 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ახალი პროექტის „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“ ფარგლებში გამართავს ნანა დიხამინჯიას ლაივშეხვედრას თემაზე: „რა შეუძლიათ რობოტებს“. თემის მოკლე აღწერა ადამიანთა უმეტესობას რობოტები ჯერ კიდევ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი ჰგონია, სინამდვილეში რამდენიმე ათეული წელია რობოტები ჩვენ ირგვლივ გამოიყენება წარმოებაში, კვლევაში, გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობაში. Ნანა დიხამინჯია მოგიყვებათ, როგორია რობოტიქსის […]
18 აპრილს გაიმართება განათლების საერთაშორისო ონლაინგამოფენა. გამოფენა ეწყობა მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამებით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები. დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე. გამოფენაზე დასწრება უფასოა. გამოფენა გაიმართება ზუმის პლატფორმის (Zoom) საშუალებით, შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერი ადგილიდან. გამოფენაზე […]