ღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის მიერ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრთან და გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიასთან (IWLUGOE) თანამშრომლობით. აკადემიური წერის დარგში თანამშრომლობით პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. სამუშაო ენაა ინგლისური. კონკურსში მონაწილეობისთვის განიხილებიან მხოლოდ ის პირები, ვისაც ინგლისურ ენაში აქვს მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი […]
ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება დამისი მიზანი ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათამიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით ტრადიციულად უერთდება ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების შესახებ ონლაინ- კამპანიითა და სხვადასხვა […]
20 მარტს, შაბათს, 19.00 საათზე, გაიმართება „Science on Stage“-ის („მეცნიერება მთავარ როლში“) მეორე საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე ვიწვევთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა მასწავლებელს. გაგაცნობთ სიახლეებს ეროვნული ფესტივალის შესახებ, რომელიც 19 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. შეხვედრაზე შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები საფესტივალო პროექტებისა და ფესტივალის ორგანიზაციული საკითხების შესახებ. ფესტივალის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი […]