ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. სერიის პირველ შეხვედრას მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯისა (აშშ) და ილიაუნის პროფესორი სტივენ ჯონსი გამართავს. შეხვედრის თემა: „რატომ უნდა გვახსოვდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ ლექციის შესახებ 2018 წლის მაისში საქართველოში აღინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი. თუმცა მისი არსებობის შესახებ ცოტა ვიცით. საქართველოსა და ევროპის ისტორიის ეს […]
25 ივნისს, 14:00 საათზე, საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ live-პროექტს „რესტარტი“. მეათე შეხვედრის სტუმრები იქნებიან რატი ღოლიჯაშვილი და ნიკა აბაშიძე. სტუმრების შესახებ რატი ღოლიჯაშვილი – ბიოქიმფარმი ნიკა აბაშიძე – CARU • ქარუ თემა: „მერე რა, რომ...“ დრო: 25 ივნისი, 14:00 საათი ადგილი: ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/2ywBku5
„კლასგარეშე საუბრები“– ილიაუნისა და განათლების კოალიციის ახალი ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ფარგლებში და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ლაივრეჟიმში მოისმინონ ილიაუნის პროფესორთა საინტერესო ლექციები, დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ პასუხები. ლექციის თემა: „ბავშვის გამოხატვის თავისუფლება – ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე" მომხსენებლები: თამარ გურჩიანი, ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი, […]
25 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფეისბუქლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის შესახებ. პროგრამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამამ ახლახან მიიღო აკრედიტაცია და სტუდენტებს უკვე შემოდგომის სემესტრიდან მიიღებს. პროგრამაში გაერთიანებულია მსოფლიოს მასშტაბით თემის შესახებ არსებული საუკეთესო ინტელექტუალური ცოდნა. პროგრამაზე ასწავლიან დასავლეთის წამყვანი […]
26 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ მორიგი შეხვედრა თემაზე: „თამაში ყოველდღიურობაში“. შეხვედრას ფასილიტაციას გაუწევენ ქეთევან ჩოლოყაშვილი, ირინა ღვალაძე, თამარ უჩანეიშვილი. დრო: 26 ივნისი, 16:00 საათი შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი. შეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Toa48n
27 ივნისს, 11:00 საათზე, ონლაინფორმატში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა ყოველწლიური კონფერენცია. ზუმის კონფერენციის ბმული - https://bit.ly/2VBuFYj Meeting ID: 618 470 6186 Password: 479314 კონფერენცია ეძღვნება ილიაუნის სტუდენტის, 2015 წლის 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული ივლიტა ჯიბუტის ხსოვნას. პ რ ო გ რ ა მ ა დავით ოქროპირიძე შუა საუკუნეების ქართულ წყაროში წმ. […]