Impact Hub Tbilisi, საქართველოს ბანკი • Bank of Georgia-სა და UNDP Georgia-სთან ერთად ახორციელებს მასშტაბურ ახალგაზრდულ პროგრამას სოციალური მეწარმეობის მიმართულებითSocial Impact Award. თუ ხარ 18-დან 30 წლამდე; გსურს გახდე მეწარმე და ამავდროულად დადებითი ცვლილებები მოუტანო საზოგადოებას; გაიარე 2-თვიანი ინკუბაცია იმფაქთ ჰაბში პროფესიონალ მენტორებთან ერთად; მიიღე ჯილდო 2000 ევრო; დაესწარი ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების საერთაშორისო სამიტს. განაცხადი […]
ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და საზოგადოების მზარდმა მოთხოვნამ მსოფლიო ბაზარზე ბევრი ახალი პროფესია გააჩნია, რომელთა გარეშე ყოველდღიური ცხოვრება უკვე შეუძლებელია. დღეს ნებისმიერი კომპანია წარმოუდგენელია დეველოპერის, დიზაინერის ან ციფრული მედიის სპეციალისტის გარეშე. პანდემიამ კი გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებების გამართულად მუშაობა ბიზნესის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამიტომ დღეს ამ სფეროს სპეციალისტებზე მოთხოვნა გაცილებით უფრო დიდია. ქართული ტექნოლოგიური შრომითი ბაზარი, […]
18 ივნისს, 13:00 საათზე, საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ live-პროექტს „რესტარტი“. მეცხრე შეხვედრის სტუმრები იქნებიან ვახო ვახტანგიშვილი და ლევან კობახიძე. სტუმრების შესახებ ვახო ვახტანგიშვილი, Chief Startup Officer, საქართველოს ბანკი ლევან კობახიძე, Chief Digital Officer, საქართველოს ბანკი თემა: „ინოვაციები და 500 სტარტაპი“ დრო: 18 ივნისი, 13:00 საათი ადგილი: ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის […]
„კლასგარეშე საუბრები“– ილიაუნისა და განათლების კოალიციის ახალი ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ფარგლებში და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ლაივრეჟიმში მოისმინონ ილიაუნის პროფესორთა საინტერესო ლექციები, დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ პასუხები. პირველი ლექციის თემაა „თანამედროვე ტექნოლოგიები პანდემიასთან ბრძოლაში". მომხსენებელი – ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების მიმართულებით, კომპიუტერული და […]
19 ივნისს, პარასკევს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება „ჯიპიაი ჰოლდინგის" HR დეპარტამენტის უფროსი ნინო ხაჭაპურიძე. 2006 წლიდან „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი გახდა. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: როგორ დავგეგმოთ კარიერული და […]
19 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თემაზე: „როგორ დავეხმაროთ ბავშვს მეტყველების გაგებაში“. შეხვედრას ფასილიტაციას გაუწევენ: ელენე ბაჩიაშვილი, არჩილ აფხაზავა, ოლიკო ქარჩავა. დრო: 19 ივნისი, 16:00 საათი შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი. შეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Toa48n