5 მაისს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება ონლაინჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში. ტურნირი გაიმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს – 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდეთ www.chess.com-ზე და გაწევრიანდეთ ონლაინკლუბში – Student-ი. შემდეგ უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ბლანკი, რომელშიც მიუთითებთ სახელს, გვარს, პირად ნომერს და […]
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ live-პროექტს „რესტარტი“. ლექციების სერიის მეორე სტუმარია ერეკლე ზურმუხტაშვილი, „ლივინგსტონის“ საოპერაციო დირექტორი. თემა: „სამმაგი სპირალი“ დრო: 30 აპრილი, 13:00 საათი ადგილი: ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი პროექტის შესახებ ვრცლად: https://bit.ly/2ywBku5
ილიას სახელმწიფო უნივერსიტერტის კიბერლაბორატორია უნილაბი წარმოგიდგენთ Cyber Talk-ის მომდევნო ღია ლექციას თემაზე: „კორონავირუსის ეფექტი ციფრულ მარკეტინგზე“ 30 აპრილს, 19:00 საათზე, მირიან ჯუღელი გიამბობთ, როგორ მოქმედებს პანდემია ციფრულ მარკეტინგზე. მირიან ჯუღელი, მარკეტერი და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც კერძო კომპანიებში ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ბოლო წლებში იყო საქართველოს ბანკის ციფრული კომუნიკაციების დირექტორი, სადაც ამავე დეპარტამენტის გუნდთან […]
პირველ მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით ვებინარების სერიის „COVID-19-თან დაკავშირებული ახალი ფსიქოსოციალური რეალობა და მასთან გამკლავება“ ფარგლებში გაიმართება მეორე ვებინარი. ვებინარის თემა: „კოვიდის პარადოქსები: ცხოვრება ორაზროვნებაში და ფსიქიკური ჯანმრთელობა“ COVID-19-ის პანდემიამ ჩვენ გარშემო არაერთი პარადოქსი შვა. ვებინარზე ვისაუბრებთ ცხოვრებაზე პარადოქსულ სინამდვილეში და […]
ჩვენი კიბერსაუბრების შემდეგი თემაა „როგორ გავხდეთ წარმატებული პროგრამისტი, გზა დამწყებიდან პროფესიონალამდე.” ქრისტინე მაკალათია და ნოკა ყიფიანი მოგვიყვებიან პროგრამირებისა და პროგრამისტების გზაზე წარმატებისკენ, როგორ და სად უნდა დავიწყოთ სწავლა, რა ეტაპებს გავდივართ და როგორია გზა სასურველ შედეგამდე. ნოკა & ქრისტინა, ჩვენი კიბერეკიპაჟის წევრები, Front-end-ის კურსს გაუძღვებიან, მანამდე კი გელოდებით ჩვენს facebook- გვერდზე. დრო: 1-ლი მაისი, Პარასკევი, […]