18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გამართავს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ბოულინგში (4vs4). შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს. თითოეული გუნდის წევრთა რაოდენობაა 4. ჩემპიონატი გაიმართება ბოულინგბარში „Ballroom“ (სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი”). გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/Zg9ubqv4yoyVPc2e8 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 ნოემბერი საკონტაქტო ინფორმაცია Facebook-გვერდი: iliaunistudentaffairs Facebook-ჯგუფი: iliauni.sport ტელ.: (+995 514) 778989; (032 […]
დღეს სიტყვა „მარათონი“ ცნობილია ჩვენთვის და შესაძლოა მონაწილეობაც გვქონდეს მიღებული მსგავს ღონისძიებაში, თუმცა დაფიქრებულხართ, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, ფეიდიპიდესს რომ ფეისბუქის ანგარიში ჰქონოდა? სათქმელის აუდიტორიამდე სწორად მიტანა უძველესი დროიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ყოველთვის არ არსებობდა ის შესაძლებლობები, რომლებიც დღეს გვაქვს. Fablab Iliauni სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით 20 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე გაიმართება ციფრული მარკეტინგის საბაზისო […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ დისტანციური სწავლების მეთოდით პრაქტიკული – სამუშაო ბიზნესინგლისური ენის ფლობის ხარისხის გაუმჯობესებას. კურსის სახელწოდებაა: Learn English Select კურსი არის პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის – ნაწილი და მას სრულად აფინანსებს ბრიტანეთის საბჭო. კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის, ფაკულტეტისა თუ საფეხურის სტუდენტის, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლისთვის. შემოთავაზებული […]
ტურისტული კომპანია GRATA დაინტერესებულია ილიაუნის უცხო ენების მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გუნდის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე (ასევე აცხადებს სტაჟირებას და დროებით პოზიციებზე ვაკანსიას) და ეძებს ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პოლონური ან არაბული ენების მცოდნე კანდიდატებს. კომპანიას საწყის ეტაპზე უცხო ენის ცოდნის გარდა განსაკუთრებული მოთხოვნები არ გააჩნია. 6 ნოემბერს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ილიაუნის A101 […]
7 ნოემბერს,19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში თამარ კალხიტაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას და ჩაატარებს ციფრული ჰუმანიტარიის ვორკშოპს: „ეპიგრაფიკის კვლევა ციფრული რევოლუციის ხანაში“. თემის მოკლე აღწერა ეპიგრაფიკული ძეგლები დღევანდელი მსოფლიოს და მისი ისტორიული წარსულის გასააზრებლად ფუნდამენტური წყაროა. ის, რაც ვიცით ისტორიის, ლიტერატურის თუ ენის შესახებ, წერილობითი წყაროებიდან ვიცით. ეპიგრაფიკის კვლევის საგანი „ზედწერილი“ ძეგლებია, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა კულტურული, […]
საერთაშორისო კომპანია მეიჯერელი / majorel ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტურ გრაფიკზე მორგებულ დასაქმების შესაძლებლობას. კომპანიას გამოცხადებული აქვს გერმანულენოვანი მომხმარებლების მომსახურების სპეციალისტის ვაკანსია. აუცილებელი მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა მონიმუმ B1 დონეზე. ვაკანსიების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ საინფორმაციო შეხვედრაზე პარასკევს, 8 ნოემბერს, 12:00 საათზე, A 101 აუდიტორიაში. დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა დრო: 8 ნოემბერი, 12:00 საათი […]
8 ნოემბერს, პარასკევს,19.30 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება პროფესორ ქეთევან შენგელიას საჯარო ლექცია „საიდან იწყება ბახი“. ქეთევან შენგელია ბაროკოს მუსიკის ავთენტურ შემსრულებელთა თაობის წარმომადგენელია. იგი ლაიფციგის უმაღლესი სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებულია ძველებური მუსიკის მიმართულებით. ამჟამად ქეთევან შენგელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის პროფესორია. მისი სასწავლო და კვლევის ინტერესებია მე-17-18 საუკუნეების დასავლეთევროპული მუსიკა, მისი შესაძლო კავშირი […]