9 აგვისტოს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში, სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, მხარეები საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებაზე მიმართულ ერთობლივ პროექტებს დაგეგმავენ და განახორციელებენ. დრო: 9 აგვისტო, 12:00 საათი
12 აგვისტოს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩატარდება პრეზენტაცია აგაპეს უნივერსიტეტის (აშშ ) შესახებ. უნივერსიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა მიმართულების აკადემიურ პროგრამებს, მათ შორის დისტანციური სწავლების სამაგისტრო ერთწლიან კურსს, რომელიც თავის მხრივ, მორგებულია პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დაინტერესებული სტუდენტების ინტერესებზე. დრო: 12 აგვისტო, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 […]