2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია „რა არის ძალადობა?“, რომელსაც გაუძღვებიან ექსპერტები – ნინო დარსაძე და ნანა მაისაშვილი (საქართველოს ჯანდაცვის საზოგადოებრივი ფონდი). 2018 წლის 1-ლ ივნისს დაიწყო ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისაკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია: „დაასრულე ძალადობა!“. კამპანიას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით. საქართველოს მოსახლეობის თითქმის […]
3 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონიის ცენტრის ინიციატივით გაიმართება ჩაის ცერემონიისა და იკებანას ხელოვნების ცნობილი იაპონელი სპეციალისტის, ცუკამოტო მაკის საჯარო ლექცია ჩაის ცერემონიისა და იკებანას ხელოვნების შესახებ ცუკამოტო მაკის დამთავრებული აქვს კიოტოში, დაიკაკუჯის ბუდისტურ ტაძართან არსებული საგას პროფესიული სკოლა, რომელიც იაპონიაში ჩაის ცერემონიისა და იკებანას ხელოვნების […]
2018 წლის 4-5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ქართულ-გერმანული ურთიერთობების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში“. კონფერენციის მიზანია, შეაჯამოს და ქართველ და უცხოელ მეცნიერებს განსახილველად წარუდგინოს 2015-2018 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ამავე სახელწოდების კვლევითი პროექტის შედეგები (პროექტის ხელმძღვანელი – პროფ. ნ. დობორჯგინიძე). პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის […]
4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ელენა ვოგმანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის „კაპიტალი“. ღონისძიების ორგანიზატორია გოეთეს ინსტიტუტი გამომცემლობა „საგასთან“ ერთად. კარლ მარქსის „კაპიტალის“ ეიზენშტეინისეული ეკრანიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ვერ განხორციელდა, დღემდე არ ასვენებს კინემატოგრაფისტებს, ისტორიკოსებსა და მწერლებს. მეტიც, მისი პირველი „მატერიალური“ გამოვლინება ათგვერდიანი ფრაგმენტია რეჟისორის სამუშაო ჩანაწერებიდან. მომხსენებელი საუბრისას […]
5 ოქტომბერს, პარასკევს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტურ ვაკანსიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში – ლიბერთი ბანკი. ლიბერთი მუდმივად ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას თბილისსა და რეგიონებში. სწორედ ამ მიზნით ილიაუნის სტუდენტებს გთავაზობთ წინა ხაზის ვაკანსიებს და ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ პოზიციებზე: მითერი მოლარე-ოპერატორი მოლარე გაყიდვების მენეჯერი კრედიტოფიცერი (სტაჟირება) ვაკანსიების შესახებ […]
5 ოქტომბერს, 19:00 სააათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია „ნიკო მარი მოდერნიზმის კულტურის კონტექსტში“. ლექცია ორგანიზებულია გოეთეს ინსტიტუტის, გამომცემლობა „საგას“ და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მიერ. მომხსენებლები: ელენა ვოგმანი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი) გიორგი მაისურაძე (ილიას სახელემწიფო უნივერსიტეტი) სემინარზე ელენა ვოგმანი წარმოადგენს სანკტ-პეტერბურგში, ნიკო მარის არქივში, მოძიებულ დღემდე გამოუქვეყნებელ […]