ილიაუნის პირველკურსელების მიღების ცერემონია 29 სექტემბერს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში გაიმართება. ტრადიციულად, ღონისძიების მთავარ სცენაზე წელსაც დავაჯილდოებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებულ პირველკურსელებს. დაჯილდოების შემდეგ მთავარ სცენაზე გაიმართება კონცერტი. კონცერტზე დაუკრავენ: Badford Falls Killages Ziad Aliev-ის DJ სეტი ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება. გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გელოდებით! დრო: 29 სექტემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი