19 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ინტელექტი“ გეპატიჟებათ მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ხუთი კუთხე“ პრეზენტაციაზე. „ხუთი კუთხე“ მარიო ვარგას ლიოსას ბოლო, გახმაურებული რომანია. წიგნი პერუს ცხოვრების იმ პერიოდს აღწერს, როცა ქვეყანას დიქტატორი ფუხიმორი მართავდა და ტერორიზმი, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება და სხვა დანაშაულებები პერუელების ყოველდღიურობად იყო ქცეული. […]
20 აპრილს, პარასკევს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ „ნიკორას“ წარმომადგენლები. შეხვედრის თემა: „სტუდენტური ვაკანსიები ნიკორაში“. კომპანია გთავაზობთ სტუდენტური გრაფიკით დასაქმებას შემდეგ პოზიციებზე: კატეგორიის მენეჯერი; მაღაზიის ადმინისტრატორი; მოლარე; კონსულტანტი; პრომოგოგონა. „ნიკორას“ ვაკანსიებსა და დასაქმების პირობებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით შეხვედრაზე. კომპანიის წარმომადგენლები მსურველებს ადგილზე შეავსებინებენ განაცხადს სასურველი პოზიციისთვის. დრო: 20 აპრილი, […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აპრილში რამდენიმე ღია კარის დღეს გამართავს აბიტურიენტებისთვის თბილისში. მესამე ღია კარის დღე დაგეგმილია 22 აპრილს, 12:00 საათზე. პროგრამა 12:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეთავაზებები აბიტურიენტებს 12:40 – ყავის შესვენება 13:30 – შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლებთან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამები სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები […]