26 თებერვალს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პარიზის სორბონის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის LaDyCa („ენათა დინამიკა კავკასიაში“) ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის, ესტონეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, პარიზის დიდროს უნივერსიტეტის, პარიზის აღმოსავლეთმცოდენობის ინსტიტუტის (INALCO) პროფესორთა ჯგუფები. დრო: 26 თებერვალი, 11:00-18:15 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. […]
26 თებერვალს, 18:00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი’’ თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი – გიწვევთ ლექციაზე: ,,თვითმფრინავის ბიჭები ეპოქის ჭრილში“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ბერძენიშვილი და მწერალი ლაშა ბუღაძე ისაუბრებენ წითელი რეჟიმის ვერდიქტსა და თავისუფლების მნიშვნელობაზე. 1-ლ მარტს მხატვარ სოსო წერეთლის დაბადების დღეა. მის ხსოვნას ეძღვნება კოტე და […]
1-ლ მარტს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ლაშა ბუღაძის ახალი რომანის „პატარა ქვეყანა“ პრეზენტაციაზე. „პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტია: მასში მოთხრობილია თავად ავტორის და საქართველოს ბიოგრაფია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან უახლეს პერიოდამდე. ამ მცირე ხნის განმავლობაში პატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირს გამოეყო, დამოუკიდებლობა მოიპოვა, ოთხი ომი […]