18 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვი და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში ბესარიონ ბოხაშვილი. მოდერატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე ვარძელაშვილი. ლექციის თემა: „ადამიანის უფლების თანამედროვე გამოწვევები და კონფლიქტი უფლებებს შორის“. შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: გამოხატვის თავისუფლება და […]
18 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი გიორგი მელიქაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში“. მოხსნება ეხება თბილისის მერის არჩევნებს (2010, 2014 და 2017 წლების არჩევნებში გამარჯვებულიკანდიდატების შედარებითი ანალიზი). დრო: 18 დეკემბერი, 18:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 დასწრება თავისუფალია.
18 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი შორენა წიკლაური სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს მოხსენებას „საქართველოს უახლესი დემოგრაფიული ვითარება“. მოხსნება ეხება თბილისის მერის არჩევნებს (2010, 2014 და 2017 წლების არჩევნებში გამარჯვებულიკანდიდატების შედარებითი ანალიზი). ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რისი ძირითადი გამომწვევი მიზეზი გარე მიგრაციულ […]
18 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ლუკა ნახუცრიშვილი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „მიუსტერის კომუნა როგორც „ისტორიის გაკვეთილი“: კრიტიკული რეფლექსია ისტორიის რეცეფციის საკითხზე“. მოხსენება ლაიტმოტივად აიღებს 1530-იან წლებში მიუნსტერში ანაბაპტისტების მიერ დამყარებული კომუნისტური სამეფოს ისტორიული ეპიზოდის რეცეფციას კულტურის სხვადასხვა დარგში და წამოჭრის შემდეგ საკითხებს: – რატომ ენიჭებოდათ […]
19 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პრაქტიკული იურიდიული სახელმძღვანელოს „სამართლებრივი წერა“ პრეზენტაცია. წიგნი შექმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. სახელმძღვანელოს მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს აუცილებელი ინფორმაცია იმ მეთოდიკისა და წესების შესახებ, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა სახის სამართლებრივი ტექსტის გამართულად ჩამოყალიბებისათვის. […]
19 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ვეინის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ბანუ ჯენა წაიკითხავს ლექციას თემაზე: „უჯრედული სეკრეციის ნანობიოლოგია". ლექცია შეეხება უჯრედული სეკრეციის ახალი სტრუტურის – პოროსომის თვისებებსა და ფუნქციებს. ლექციის ენა: ინგლისური დრო: 19 დეკემბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ.წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
19 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ადამიანი როგორც ხილული მუსიკა და პოეზია“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ამურისა და ფსიქეას მითი, კვირის დღეებისა და პლანეტების მიმართება, შვიდფერა ცისარტყელა და შვიდი ნოტი, ცისარტყელას, მშვილდის, არფისა და როიალის მეტამორფოზები, ადამიანი-ინსტრუმენტი, ადამიანი - ორკესტრი. დრო: 19 დეკემბერი, 19:00 საათი […]
20 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში ილიაუნის მუსიკის ცენტრი გეპატიჟებათ ჯაზის საახალწლო შუადღეზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯაზის მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები. დრო: 20 დეკემბერი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი (A101 აუდიტორიის წინ), ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 დასწრება თავისუფალია.
20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი თემაზე: „საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.“ მომხსენებელი გიორგი ახმეტელი ისაუბრებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, სამედიცინო და სოციალურ მიდგომებს შორის განსხვავებებზე და მსმენელებს გაუზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, მაკკეინის ინსტიტუტში მიღებულ გამოცდილებას. სემინარის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“. ორგანიზაცია წარმოადგენს შშმ პირთა მოძრაობას, […]
20 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ქარჩაძის“ გამომცემლობა გეპატიჟებათ ინგებორგ ბახმანის რომანის „მალინა“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. „მალინა“ – ინგებორგ ბახმანის ერთადერთი რომანი – არის შელოცვა, აღსარება, დიდი ვნება. ეს წიგნი ჰყვება, თუ რას ნიშნავს კონფლიქტი საკუთარ დროსთან, საკუთარ სიყვარულსა და საკუთარ თავთან. ეს არის დიდი პოეტის მიერ […]
21-23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე აღმოსავლეთმცოდნეობის აქტუალური პრობლემები“. კონფერენციაზე შეჯამდება ინსტიტუტის 2017 წლის სამეცნიერო მუშაობა და წარმოდგენილი იქნება მოხსენებები საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს […]
22 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში კომპანია „ოდისეა“ ილიაუნის სტუდენტებს შეხვდება და შესთავაზებს ვაკანსიებს სასწავლო გრაფიკის გათვალისწინებით. სამუშაო ნახევარგანაკვეთიანია. სატელეფონო გაყიდვების კომპანია „ოდისეას“ წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას სამუშაო სპეციფიკის, ანაზღაურებისა და დაწინაურების პერსპექტივების შესახებ. დასწრება თავისუფალია დასაქმებით დაინეტრესებული ნებისმიერი სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია. დრო: 22 დეკემბერი, 14:00 საათი […]
22 დეკემბერს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის საარქივო მასალები 1946-1991" პრეზენტაცია. კრებულს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურაშვილი და ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი მერი ცუცქირიძე. კრებული შეადგინა ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარმა მერი ცუცქირიძემ; რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურაშვილი; კორექტორი – ანა ლომიძე. დრო: 22 დეკემბერი, 17:00 საათი […]
22 დეკემბერს, პარასკევს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ პაატა ბუხრაშვილის საჯარო ლექცია თემაზე:„თურქეთელი ქართველი გერმანიიდან – ილია ხიმშიაშვილი-აბდურრაჰმან ჩეთინქაია“. ლექსიის შემდეგ მოეწყობა საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმების სერიის „ოსმალეთის ქართველები“ წარდგენა. ცნობილი თურქეთელი ქართველი ილია ხიმშიაშვილი, ბევრი სასიკეთო საქმის თაოსანი, იყო ახმედ მელაშვილის ერთ-ერთი თანამებრძოლთაგანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა თურქეთში […]
22 დეკემბერს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ლექცია-კონცერტი „ილია და ქართული ტრადიციული მუსიკა“. წამყვანები: ნინო მახარაძე, თამაზ გაბისონია. მონაწილეობენ: ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი, ანსამბლები „მზეთამზე“, „იალონი“, მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკა ჯოხაძე. დრო: 22 დეკემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.