20 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E307 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიბლიოთეკა, მსოფლიოში აღიარებულ საგამომცემლო კომპანია „ელსევიერთან“ (Elsevier) თანამშრომლობით, თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, გიწვევთ ვორკშოპზე: სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით - Mendeley. Mendeley არის პროგრამა, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო ნაშრომების ორგანიზებისა და გაზიარებისთვის; მისი ონლაინ ვერსია კი წარმოადგენს აკადემიურ სოციალურ ქსელს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით […]
21 სექტემბერს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება მეორე საერთაშორისო კონფერენცია: „ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვა: გამოცდილება და ტენდენციები“. კონფერენცია,რომელიც ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ყველა პარტნიორის მხარდაჭერით, გაიმართება ტემპუსის პროექტის - „Promoting Educational Organizations Through People“ - ფარგლებში. დრო: 21 სექტემბერი, 09:30 საათი ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონფერენციის სრული პროგრამა ინგლისურსა და ქართულ ენებზე იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
21-23 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში გაიმართება IV საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“. კონფერენციის მონაწილეები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქართველოლოგიური სახლი. კონფერენცია გაიხსნება 21 სექტემბერს, 10:30 საათზე. მასში მონაწილეობას მიიღებს 72 მეცნიერი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი, ჰოლანდია, გერმანია, რუსეთი. პროგრამის დეტალური პროგრამა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. კონფერენციის ისტორია I საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ ჩატარდა 2010 […]
2016 წლის 21-24 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება IV საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“. ტაო-კლარჯეთი კრებითი სახელია თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ისტორიული პროვინციებისა (ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანი, ჩრდილი და სხვ.). გამორჩეული მდებარეობის მრავალფეროვანი რეგიონი ათასწლეულების განმავლობაში არაერთი სახელმწიფოს, ხალხისა და კულტურის შეხვედრის ადგილი იყო. ტაო-კლარჯეთი მდიდარია ისტორიულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, საეპისკოპოსო და სამონასტრო ცენტრებით, ეკლესიებით, უძველესი პერიოდისა […]
22 სექტემბერს, ხუთშაბათს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ავსტრიის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის, მიხაელ ლინჰარტის ხელმძღვანელობით. შეხვედრას დაესწრება ავსტრიის რესპუბლიკის პირველი ელჩი საქართველოში, არად ბენკიო. ავსტრიის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა, რომელიც ასევე 22 სექტემბერს შედგება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ […]
პირველკურსელების მიღების ცერემონიალი - Welcome Party 2016 - ვაკის პარკში, 24 სექტემბერს, 20:00 საათზე, ტრადიციულად, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე გაიმართება. პირველკურსელებს სწავლის დაწყებას მიულოცავენ ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია და ფაკულტეტების დეკანები. წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 4000-მდე პირველკურსელმა ჩააბარა. მათგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე წარმატებულები ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან. სპეციალურად პირველკურსელებისთვის გაიმართება კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგაც მოეწყობა გრანდიოზული ფოიერვერკი. […]