20 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, გაიმართება დასაქმებასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი.აი.ჯი“-ს შერჩევისა და განვითარების მენეჯერი, შორენა რაზმაძე. „ბი.აი.ჯი“ დაარსდა 2008 წლის 8 აგვისტოს სამომხმარებლო სესხებზე ორიენტირებულ ორგანიზაციად. ეს კომპანია პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც შეძლო კომერციული სახსრებით მიკროსაფინანსო დაწესებულებად გარდაქმნა. მისი მისიაა […]
21 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, ჩატარდება საგაზაფხულო სემინარი თემაზე: შუა საუკუნეების მხატვრული კულტურა. ოსტატები და მათი იდენტობა. სემინარზე განხილული იქნება შუა საუკუნეების ოსტატებისა და მათი იდენტობის გამოხატვის ფორმები და საშუალებები. შუა საუკუნეების რელიგიური ხელოვნების პოლივალენტური ქმნილებები შეიცავს კომპლექსურ ინფორმაციას, როგორც მათ შემქმნელთა, ისე […]
22 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქრისტეს შემოსვლა პოეზიაში“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: პოეზია და იკონოგრაფია; ლექსი, როგორც მეტყველი ფრესკა; ფრესკა, როგორც სივრცული ლექსი; სამი ლექსის იკონოგრაფია: დავით გურამიშვილის „ზუბოვკელი ქალი“; ედგარ ალან პოს „ანაბელ ლი“; […]
23 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ სერგეი დოვლატოვის რომანების - „ჩემოდანი“ და „უცხოელი ქალი“ - პრეზენტაციაზე. წიგნს მთარგმნელი ქეთი ჩართოლანი და რედაქტორი მარი კორინთელი წარადგენენ. „უკვდავი ბიბლიოთეკის“ მეორე წიგნი საბჭოთა კავშირიდან აშშ-ში ემიგრირებული ლეგენდარული მწერლის, სერგეი დოვლატოვის, ორ რომანს - „ჩემოდანს“ და „უცხოელ […]
24 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, IV სამეცნიერო კონფერენციის - „ჯანდაცვისა და დაზღვევის აქტუალური საკითხები“ - ფარგლებში, ჯანდაცვის და დაზღვევის სკოლის მოწვევით, ტრობეს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის (ავსტრალია) პროფესორი, ფსიქოლოგიისა და სტატისტიკის დოქტორი, ლეილა კარიმი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „რაოდენობრივი მონაცემები: კვლევის საკითხების შესატყვისობა კვლევის შესაბამის დიზაინთან“. მომხსენებლის შესახებ პროფესორი ლეილა კარიმი […]
24 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მწერალი და კინორეჟისორი, ილიაუნის 2016 წლის ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი, ნანა ექვთიმიშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: ტექსტი და სინამდვილე. ის თავისი სადებიუტო რომანის, „მსხლების მინდორის“, შექმნის პროცესზე ისაუბრებს და განიხილავს, თუ რა კავშირი აქვს ტექსტს არსებულ რეალობასთან. „მსხლების მინდორი“ 2015 წელს გამოცემული რომანია, რომელიც 1990-იან წლებში თბილისის […]
25 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სახელმძღვანელოს - „ჯანდაცვის პოლიტიკა“ - პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავა. სახელმძღვანელომ გაიარა ორმაგი (ბრმა მეთოდით) რეცენზირება უცხოელ ექსპერტებთან. იგი განკუთვნილია ჯანდაცვის პოლიტიკის, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სპეციალისტებისათვის, ასევე ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. საქართველოში, აგერ უკვე ორ ათეულ […]