ღონისძიებების - ილიაუნის 10 წლისაა - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტისა და ბორდოს მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით, იწყება ახალი პროექტი - “აგორა საქართველო - ორმაგი ლანდშაფტის კვლევა”. პროექტის ფარგლებში, 16 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ფრანგი ანთროპოლოგი, არქიტექტორი და დიზაინერი, მარკ ბარანი, წაიკითხავს […]
16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდება ცნობილი ჰოლანდიური ვოკალური ანსაბლის - Barbers and Bishops - კონცერტი. 9 წევრისგან შემდგარ ანსამბლს Barbers and Bishops გამოარჩევს მამაკაცთა ხმების უნიკალური კომბინაცია (დაბალი ბანებიდან - მაღალ კონტრტენორამდე) და მდიდარი რეპერტუარი. ანსამბლის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის: http://www.barbers-bishops.nl კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური […]
2016 წლის 17 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ავსტრიელი პროზაიკოსი, პოეტი და მთარგმნელი, ლუდვიგ ლაჰერი, ჩაატარებს სამსაათიან ლიტერატურულ სემინარს და მონაწილეებს წინასწარ შერჩეულ ტექსტებზე მუშაობის პროცესში გააცნობს საკუთარ ლიტერატურულ მეთოდს. „ნიჭი ხშირად არ კმარა იმისათვის, რომ ადამიანმა ლიტერატურული ტექსტის შექმნა მოახერხოს. საჭიროა გარკვეული უნარები, რომელთა შესწავლაც შესაძლებელია“. სემინარის დასასრულს, გაიმართება მიღწეული შედეგების პრეზენტაცია და […]
18 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფესორ ბელა წიფურიას წიგნის პრეზენტაცია. წიგნი - სახელწოდებით, „ქართული ტექსტი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერნულ კონტექსტში“ - ილიაუნის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნი ეხება თანამედროვე ქართული ლიტერატურის საკითხებს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრიდან, საბჭოური კულტურული პოლიტიკის დამკვიდრებიდან დღემდე. შესაბამისად, განხილულია ის კულტურულ-ესთეტიკური პრობლემები, რასაც ქართული ლიტერატურა აწყდება ცვალებადი პოლიტიკური, იდეოლოგიური გარემოს პირობებში. […]
19 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა მწერალ დიბისი პიერთან. ღონისძიებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ონლაინ რეჟიმში
21 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით , გაიმართება შეხვედრა მწერალ ეთგარ კერეთთან. ღონისძიებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ონლაინ რეჟიმში
19 მაისს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ცენტრის მკვლევარი, ალიკა კუპრავა, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საარჩევნო ლანდშაფტი და ეთნიკური უმცირესობები“. მომხსენებელი ისაუბრებს არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის გამოცდილებაზე, არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მიერ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე. დრო: 19 მაისი, […]
19 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა მწერალ დიბისი პიერთან. მოდერატორი: რეჟისორი, მთარგმნელი გურამ ღონღაძე. მწერლის შესახებ მწერალი, პროზაიკოსი, დიბისი პიერი, დაიბადა 1961 წელს ავსტრალიაში, თუმცა, მან, და მისმა ოჯახმა ცხოვრების დიდი ნაწილი […]
19 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ილიაუნის ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლა, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავად, გიწვევთ საჯარო ლექციაზე: „დამოუკიდებელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემა 1991-2016: მიღწევები, პრობლემები“. ლექციას წაიკითხავს მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - თენგიზ ვერულავა. ლექციის შესახებ […]
20 მაისს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდება ადგილობრივი სტუდენტური ვორკშოპი: „ფსიქოანალიზის აქტუალობა“. ვორკშოპში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამების სტუდენტები. ვორკშოპი ეძღვნება ფსიქოანალიტიკური თეორიების კრიტიკულ გააზრებას XX და XXI საუკუნეების ფილოსოფიურ დისკურსებში, აგრეთვე, მის აქტუალობას თანამედროვე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. ვორკშოპზე […]
20 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E407 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, იურისტი, Mebaduri Consulting Group-ის ხელმძღვანელი, ვახტანგ მებადური, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:„ტურისტული ხელშეკრულებითი სამართალი, როგორც ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი“. მომხსენებლის შესახებ ვახტანგ მებადური პროფესიით იურისტია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო გერმანიაში და ბილეფელდის უნივერსიტეტში მოიპოვა დოქტორის […]
20 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ალუდა ქეთელაური და თავისუფლების პრობლემა“. „ალუდა ქეთელაურის“ კლასიკურ ინტერპრეტაციაში, როგორც წესი, მოცემულია დაპირისპირება თემსა და ადამიანს, ანუ საზოგადოებასა და ინდივიდს შორის. ამ შემთხვევაში, საზოგადოება წარმოადგენს ადამიანისათვის გარეგნულ ფაქტორს, რომელიც ცდილობს, საკუთარ წესებს დაუქვემდებაროს ინდივიდის პიროვნული […]
21 მაისს, შაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A204 აუდიტორიაში გაიმართება სკაიპ-შეხვედრა ცნობილ ბერძენ რეჟისორთან, გრიგორის კარანტინაკისთან. მან 2010 წელს რუსთაველის თეატრში დადგა სოფოკლეს ტრაგედია „ელექტრა“, რომელიც ამჟამადაც არის თეატრის რეპერტუარში. კონკრეტული სპექტაკლის შესახებ და რუსთაველის თეატრთან თანამშრომლობის გარდა, საუბარი შეეხება, ზოგადად, ძველ ბერძნულ დრამასა და თეატრს, მის გავლენას თანამედროვე ხელოვნებაზე, რეჟისორის ურთიერთობას საქართველოსთან და […]
21 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით , გაიმართება შეხვედრა მწერალ ეთგარ კერეთთან. მწერლის შესახებ ისრაელელი მწერალი და დრამატურგი, ეთგარ კერეთი, დაიბადა რამათ-განში 1967 წელს. ამჟამად ცხოვრობს თელ-ავივში. არის არაერთი პრიზისა და პრემიის ლაურეატი ლიტერატურასა […]
22-23 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, პროექტის - თბილისი ავლაბარი – პოსტსოციალური ქალაქის რეალური ქალაქმშენებლური ლაბორატორია“ - ფარგლებში, ჩატარდება საჯარო ლექციები. დრო: 22 მაისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1) მომხსენებელი: მარტინ ლინნე - ქალაქგეგმარების ექსპერტი და ქალაქ კრეფელდის (გერმანია) მშენებლობის დეცერნენტი (ქალაქგეგმარების, მშენებლობის […]
2016 წლის 22 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ატარებს კონფერენციას სახელწოდებით: „სამოქალაქო სამართლის აქტუალური და პრობლემატური საკითხები“. პროექტი მიზნად ისახავს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების დაინტერესებას სამართლის აქტუალური საკითხების კვლევით. ქმნის აქტუალური, საინტერესო და სამოქალაქო სამართლებრივი პრობლემების მეცნიერულ ჭრილში განხილვისა და საკუთარი მიდგომის, საკუთარი დასაბუთებული აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. […]