2 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემა:„უილიამ შექსპირი - „ჰამლეტი“. ლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციაზე განიხილავს შემდეგ თემებს: საქსონ გრამატიკოსის, კიდის, ჰამლეტი და ურ-ჰამლეტი; სამი წყარო, […]
4 მარტს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში (ჭავჭავაძის #32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს კვლევის - „ქართული თეატრი 2014 წელს“ - პრეზენტაციას. კვლევაში, რომელსაც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი უკვე მეოთხე წელია, ახორციელებს, შეფასებულია 2014 წლის ქართული თეატრის მნიშვნელოვანი მოვლენები. კვლევა ეფუძნება საქართველოში მოქმედი 47 სახელმწიფო და კერძო თეატრის მონაცემებს. სტატისტიკურ ანალიზთან […]
5 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ექიმი სექსოლოგი, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, ზურაბ მარშანია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ქალის მწვავე სექსუალური ტკივილის სინდრომის - ვაგინიზმის ეტიოლოგიის, გავრცელებისა და მკურნალობის სოციოკულტურული თავისებურებები საქართველოში". ლექციაზე განხილული იქნება ქალის ისეთი სქესობრივი დარღვევა, რომელიც ხშირად გამხდარა ახალგაზრდა ოჯახის დანგრევისა და გამოუსწორებელი პირადი ტრაგედიის მიზეზი. ავტორის სამეცნიერო კვლევის მასალები საინტერესოდაა შეხამებული ლიტერატურულ მონაცემებთან და ქართულ სინამდვილესთან. […]
5 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი მორიგ შეხვედრაზე გიწვევთ. კლუბის სტუმარი, მწერალი და მთარგმნელი სალომე ბენიძე, სალმან რუშდის შესახებ ისაუბრებს. ლექცია შეეხება მწერლის რომანებს, ცხოვრებას, დაპირისპირებას პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებთან და ფატვას, რომელიც მას 1989 წელს მუსლიმური სამყაროს ლიდერმა, აიათოლა ხომეინიმ გამოუტანა რომანისთვის ”სატანური ლექსები“. შეხვედრის დრო: 5 […]
6 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი გიორგი მშვენიერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ტოლერანტობა და სამართლის საკითხები. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ […]