მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ 2015 წლის 15 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება გაცვლითი პროექტების საინფორმაციო შეხვედრა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E208 ტელ: 214 13 88 ელ-ფოსტა: euroeast@iliauni.edu.ge alrakis@iliauni.edu.ge electra@iliauni.edu.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია Seed of Hope აშშ-შია დარეგისტრირებული და მისი მიზანია განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის, განათლებისა და თემის გაძლიერების მიზნით სხვადასხვა ინიციატივების განხორციელება. Seed of Hope დაარსდა 2012 წელს ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში. ის აერთიანებს თემების ლიდერებს, პროფესიონალებს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და სოციალური სერვისის ვალანტიორებს. 2015 წელს Seed of Hope დაიწყებს აქტიურ მოღვაწეობას საქართველოში. ამასთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით […]
16 იანვარს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში "ლიგამუსი", „ფსიქოლოგ სტუდენტთა საქველმოქმედო გაერთიანების“ ორგანიზებით, შეხვედრების სერიის - „გენდერული განსხვავებები და თანასწორობა“ - ფარგლებში, ჩატარდება ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნოდარ ლადარიას, საჯარო ლექცია თემაზე - ”აგრესია შუა საუკუნეებში”. დრო: 16 იანვარი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი "ლიგამუსი" დასწრება თავისუფალია.