20 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ალექსანდრე გავაშელიშვილის საჯარო ლექცია ქართველურ ენათა წარმოშობის დროისა და ადგილის შესახებ. მომხსენებელი შეაჯამებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტში ინტერდისციპლინური მიმართულებით წლების განმავლობაში განხორციელებული კვლევების შედეგებს, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველურ ენათა ოჯახის ისტორიისთვის. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში: Scientific Reports (იხ. https://doi.org/10.1038/s41598-023-45500-w). კვლევა […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2024 წლის 15 იანვარს გაიმართება. საარჩევნო პროცესის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით და ამ უწყების კვალიფიციური სპეციალისტების მოწვევით/ჩართულობით დაკომპლექტდა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია 9 წევრის შემადგენლობით. 21 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E208 აუდიტორიაში სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია გამართავს შეხვედრას საარჩევნო პროცესში […]
22 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სტუდენტებისთვის გაიმართება ორიგამის წეროების დამზადების ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნაგასაკის ატომური ბომბის მსხვერპლთა მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენის „იაპონიის ატომური დაბომბვა“ ფარგლებში. სტუდენტების დამზადებული ორიგამები განთავსდება საგამოფენო სივრცეში. ვორკშოპს გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენის ლექტორი რისა უჩიდა, რომელიც საქართველოში JICA Japan-ის საზღვარგარეთული […]
ძვირფასო სტუდენტებო, 22 დეკემბერს, 19:00 საათზე გელოდებით ილიაუნის საახალწლო საღამოზე. საშობაო ქალაქში დაგხვდებათ ცხელი გლინტვეინი, სითბო და საახალწლო მუსიკა ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან. საღამოს დიჯეი ANNA SUE დაასრულებს. საღამოს პროგრამა : 19:00 - გახსნა 19:30 - ილიაუნის ხალხური სიმღერის გუნდი 19 :35 -ილიაუნის მუსიკალური ცენტრის ჯაზ-ვოკალის მიმართულების სტუდენტები: თათია კაპანაძე, ცირა მორჩილაძე, მარიამ […]
Condolences to the Charles University in Prague In connection with the tragic events that took place at Charles University in Prague, on behalf of Ilia State University, we offer our deepest condolences and sympathy to students, family members of the victims and the colleagues of the Charles University. We are profoundly shocked over the tragic […]