20 ივნისს FrontSpot Georgia-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალებისთვის. სპიკერების შესახებ: ისკანდერ შარიპოვი, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი თემა – JS necromancy: re-animating dead images using shaders პრეზენტაციის შინაარსი: სპიკერი განიხილავს ფრაგმენტების ჩრდილებს, რას აკეთებს და როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება. თქვენ შექმნით სხვადასხვა ეფექტს ჩრდილებისა და WebGL-ის […]
23 ივნისს, 16:30 საათზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს ჯილ მარი ჰრუბი, აშშ-ის ბირთვული შეირაღების ლაბორატორიის პირველი ქალი ხელმძღვანელი, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში. შეხვედრაზე ჯილ ჰრუბი, პროფესიით მექანიკური ინჟინერი, სტუდენტებს ესაუბრება თავის კარიერასა და საქმიანობაზე. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. […]
23 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას, ფოტოგამოფენას „არნახული ამერიკა / Unseen America“. გამოფენის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2023 წლის 22 ივნისი, 21:00 საათი. რეგისტრაციისთვის მიჰყევით […]