16 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. აქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. სისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი […]
ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა, შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით 1 მოქმედებად შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის კი რევოლუცია გზა, რომელიც თავისუფლებისა და ძმობის შეგრძნებებს მოგვიტანს და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში პიესის მთავარი გმირი, მარკიზ დე სადი შარანტონის საგიჟეთში, პაციენტების მონაწილეობით ექსპერიმენტულ სპექტაკლს დგამს და […]
დრამა 1 მოქმედებად მეორე მსოფლიო ომი გერმანიამ მოიგო. მთელ მსოფლიოზე მესამე რაიხი ბატონობს. საქართველო, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა, საკონცენტრაციო ბანაკებითაა სავსე. ერთ-ერთ მათგანში, აბასთუმანში, ქეთევანი, ნესტანი, სალომე და მედეა არიან გამოკეტილები. მათი საქმე წმინდა არიული რასის გამრავლება და “სამშობლოსთვის” შვილების გაჩენაა. ავტორი: დავით გაბუნია რეჟისორი: იოანე (ვანო) ხუციშვილი მხატვარი: თეო კუხიანიძე მუსიკალური გაფორმება: გიორგი ჯიქია ტექნიკური რეჟისორი: თამუნა კამლაძე მოქმედი […]
19 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართება მარკეტინგული ღონისძიება Copy Break –ქოფირაითინგული შესვენება. ქოფირაითინგი ქართულ ბაზარზე ახლახანს შემოსული ცნებაა, ამიტომ პროექტის მიზანია დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნოს მარკეტინგისა და პიარის ეს კონკრეტული მიმართულება, წარმოაჩინოს მისი მნიშვნელობა კრეატიულ ინდუსტრიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში, კერძოდ, სარეკლამო რგოლების იდეისა […]