საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით გრძელდება შეხვედრათა სერია „Alumni Talks” 6 თებერვალს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ალუმნი საუბრების ფარგლებში სტუმარი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მახაშვილი. მომხსენებელი გაგვიზიარებს დოქტორანტურაში სწავლის გამოცდილებას, ისაუბრებს კვლევაზე მრავალწლიანი მუშაობისას დოქტორანტთა წარმატების გზებისა თუ გამოწვევების შესახებ. შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება და მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, პასუხები მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე. […]
7 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სვეტლანა ბერიკაშვილის სადოქტორო ნაშრომის „სუბიექტის დიფერენცირებული მარკირება ქართულში (Differential Subject Marking in Georgian)“ დაცვა. პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და […]