24 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენცია „ისტორიის სწავლება: განათლება და იდენტობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ მეხსიერების პოლიტიკის შესახებ. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან (SOVLAB) ერთად ყოველწლიურად მართავს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციას მეხსიერების პოლიტიკაზე, რათა მიმოიხილოს ისტორიის კვლევა და […]
24 ოქტომბერს, 15:00-17:00 საათზე, შერატონ მეტეხი პალასის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სდსუ – საქართველოს, თსუ-ის, ილიაუნისა და სტუ-ის ერთობლივი დასაქმების ფორუმი. ღონისძიების მიზანია დამსაქმებლებისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოსა და პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო პროგრამების წარმატებული სტუდენტების დაკავშირება დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობისათვის. სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ STEM მიმართულების პროგრამებზე – ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული […]
2022 წლის 24 ოქტომბერს 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გიწვევთ სემინარზე, რომელსაც გაუძღვება მაქს პლანკის (მიუნხენი, გერმანია) ციფრული ბიბლიოთეკის თანამშრომელი დოქტორი ივ ვინსენტ გროსმანი. სემინარზე დეტალურად განიხილება კვლევის მონაცემების მართვასთან დაკავშირებული ასპექტები: კვლევის მონაცემების დეფინიცია; მეტამონაცემები და სტანდარტები; FAIR DATA პრინციპები; სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები; კვლევის მონაცემების გრძელვადიანი დაარქივება. მომხსენებელი პირველ ნაწილში ისაუბრებს ზოგად […]
26-27 ოქტომბერს მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების მე-11 გლობალური კვირეულის ფარგლებში მასპინძლობს ყოველწლიურ მედიაწიგნიერების ფორუმს. ღონისძიება ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით. ღონისძიება მედია და ინფორმაციული წიგნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს შემდეგ თემატურ ვორკშოპებს: გემიფიკაცია – „ცეცხლთან ცეცხლით ბრძოლა: როგორ გავხდეთ ბოროტი გენიოსი და ვმართოთ მსოფლიო", ლიზა პოოტი, […]
25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა გერმანიის უახლესი სამეცნიერო მიღწევებისადმი მიძღვნილი ინტერაქტიული გამოფენა „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი”, რომლის ორგანიზატორებიც უნივერსიტეტთან ერთად არიან გოეთეს ინსტიტუტი და მაქს პლანკის საზოგადოება. გამოფენა მოგვითხრობს კაცობრიობის დიდ საიდუმლოებებსა და მეცნიერული აზროვნების მიღწევებზე. „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი“ წარმოადგენს მაქს პლანკის საზოგადოების კვლევის შედეგებს, მიმდინარე და სამომავლო კვლევით პროექტებს გერმანიიდან და სვამს ისეთ შეკითხვებს, […]