20 ოქტომბერს, 12 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე „Time for Action: the challenge of contract cheating“. შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიც არის ნაშრომის ყიდვის პრაქტიკა უმაღლესი განათლების საფეხურზე; აკადემიური გადაცდომის არსებული ფორმები; აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების უზრუნველყოფა საგანმანათლებლო ინსტიტუციების თანამშრომლობის გზით და სხვა. სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან კომპანია Turnitin-ის […]
გოეთეს ინსტიტუტი, მაქს პლანკის საზოგადოება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ გამოფენას „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი”, რომელიც ეძღვნება გერმანიის უახლეს სამეცნიერო მიღწევებს. ინტერაქტიული გამოფენა მოგვითხრობს კაცობრიობის დიდ საიდუმლოებებსა და მეცნიერული აზროვნების მიღწევებზე. „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი“ წარმოადგენს მაქს პლანკის საზოგადოების კვლევის შედეგებს, მიმდინარე და სამომავლო კვლევით პროექტებს გერმანიიდან და სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც კაცობრიობის მიერ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. გამოფენის […]
22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის წიგნის პრეზენტაცია: ''Finite-State Computational Morphology: An Analyzer and Generator for Georgian (იხ. Springer Publishing https://link.springer.com/book/10.1007/978-3-030-90248-3). ნაშრომის შესახებ ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას სთავაზობს წლების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კორპუსისა და კომპიუტერული დამუშავების მიმართულებით მიმდინარე კვლევის შედეგებს. წიგნი შედგება სამი თავისა […]