11 ოქტომბერს მალაიზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, ტატიანა დენისოვა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე წაიკითხავს მოხსენებას „მალაი-ინდონეზიის არქიპელაგის ისლამიზაცია: ძირითადი თეორიები და თანამედროვე მიდგომები“. ანოტაცია მალაი-ინდონეზიის არქიპელაგის მოსახელობაში ისლამის გავრცელებამ გამოიწვია ცვლილებები არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ ინტელექტუალურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაშიც. ფუძემდებლური საკითხები, როგორებიცაა, მაგალითად, ვინ შემოიტანა ისლამი; საიდან შემოვიდა; რა […]
13, 14 და 15 ოქტომბერს აღინიშნება ერაზმუსის საერთაშორისო დღეები! ამასთან დაკავშირებით 13 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. ადგილმდებარეობა: G106, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5. დრო: 13 ოქტომბერი 14:00. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, […]
13 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაიმართება WorldUpstart-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის კარინა სოტნიკის საჯარო ლექცია თემაზე: „იდეიდან კომპანიამდე: 5 მთავარი ინგრედიენტი წარმატებისთვის“. კარინა სოტნიკის შესახებ კარინა სოტნიკი არის სერიული ანტრეპრენერი, მენტორი და მრჩეველი, რომელსაც აქვს სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება. მან დააარსა AppItUP Challenge, ციფრული აქსელერატორი ახალი […]
13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება პროფესორ რევაზ კორინთელის ორტომეულის „დინამიკური ფსიქიატრია“ პრეზენტაცია. წიგნის პირველ ტომში განხილულია სიღრმის ფსიქოლოგიის წინარე ეტაპი, მისი ძირითადი სკოლები, როგორიცაა: ფროიდის, ადლერის, ჟანეს და ამ მიმართულებების თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ ნაჩვენებია შესაბამისი კლინიკური შემთხვევები; აგრეთვე ტვინისა და ფსიქიკის მიმართების საკითხი თანამედროვე ნეირომეცნიერების თვალსაზრისით. მეორე ტომი ეხება […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ჩვენება ფილმისა „ველოსიპედით მთვარეზე“ ველომოგზაურისა და მსოფლიო გინესის მრავალგზის რეკორდსმენის, ჯუმბერ ლეჟავას შესახებ. 2022 წელი