27-29 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საუნივერსიტეტო სწავლების გაუმჯობესების (IUT) პროგრამის მიერ ორგანიზებულ 48-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას „კვლევიდან პრაქტიკამდე“. კონფერენციაზე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევრები პროფესიული დიალოგის ფორმით ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე: როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო პრაქტიკა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით? როგორ ჩავრთოთ სტუდენტები საკუთარი სწავლის პროცესის გაუმჯობესების პროცესში? როგორ შეგვიძლია უკეთ დავეხმაროთ სტუდენტებს ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების იდენტიფიცირებასა […]