28 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები: ისტორია და თანამედროვეობა“. მომხსენებელი ისაუბრებს რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე, ე.წ. „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიაზე, მის სამიზნე აუდიორიასა და იდეოლოგიის გავრცელების გზებსა და ინსტრუმენტებზე, ასევე რუსულ საინფორმაციო ომთან ბრძოლის უკრაინულ სტრატეგიაზე. სამუშაო ენა: ინგლისური ლექციაზე […]
29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება ტექნოლოგიის სკოლის ღია კარის დღე მოსწავლეებისთვის. ღია კარის დღეზე ტექნოლოგიის სკოლის მიმართულებების, პროფესიების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიაუნის პროფესორები: მერაბ სვანაძე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის პროგრამის ხელმძღვანელი, სტენფორდის უნივერსიტეტის რეიტინგით […]
29 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ ცნობილი ამერიკელი მწერლები: კრისტოფერ მერილი, ენჯი კრუზი, აიანა მათისი და როზა ალკალა. მოდერატორი: ნილუფარ თალები, ფულბრაიტის მეცნიერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრის შესახებ ამერიკელი მწერლები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურულ საქმეთა ბიუროსთან, საერთაშორისო სამწერლო პროგრამასთან პარტნიორობით საქართველოში აწყობენ კითხვის ტურს, […]
29 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „უკრაინის ურთიერთობები პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან“. მომხსენებელი შეეხება შემდეგ თემებს: დსთ-ის ჩამოყალიბება და განვითარება; დსთ-ის პროექტები; უკრაინის ინიციატივები: GUAM; ურთიერთობები პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. ლექციაზე დასწრება თავისუფალია. ლექცია გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში პლატფორმა ზუმის დახმარებით. ზუმის შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3HMs04N სწრაფი ბმულები: […]
30 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას „უკრაინა თანამედროვე პერსპექტივიდან“. კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში (Zoom საშუალებით და ადგილზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში) და მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი სტუდენტები. ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა უფრო მეტად გააღვივა ინტერესი ამ ქვეყნის, მისი ისტორიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, საზოგადოებისა და კულტურის მიმართ. სტუდენტური კონფერენციის მიზანიც უკრაინის შესახებ […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს ვორკშოპში „კულტურები და სისტემები“ მონაწილეობისთვის. ვორკშოპი ჩატარდება 12-14 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის (ყაზბეგი) სასწავლო ბაზაზე. ვორკშოპის მთავარი თემები იქნება: ქართველ სტუდენტთა ღირებულებები; ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა. ვორკშოპში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის პირველი, მეორე და მესამე […]
1 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით დაგეგმილი საზაფხულო ვებინარების სერიის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია და ვებინარის „სამედიცინო კანაბინოიდების გამოყენება სამკურნალოდ – ევროპული გამოცდილება“ ლაივსთრიმი. მომხსენებელი – კირსტენ მიულერ-ვალი, ნევროლოგ-ფსიქიატრი, ჰანოვერის უნივერსიტეტის პროფესორი მოდერატორი – ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დრო: 1 ივლისი, 15:00 საათი ვებინარზე დასასწრებად […]