13 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას, რომელზეც განხილული იქნება შეცდომის ძირითადი წყაროები საზოგადოებრივი აზრის კვლევებში. საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. დისკუსიის დროს განსახილველ საკითხებს შორისაა შეცდომის ტიპები და მათი შესწორების მეთოდები, კერძოდ, შერჩევასთან, არგამოპასუხებასა […]
16 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნისა და ანიმა ჩეთბოტიქსის ერთობლივი პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის“ ფარგლებში მეორე ღია ლექციას გამართავს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი. შეხვედრის თემაა ჩეთბოტების განვითარების პროცესი „დაბადებიდან“ დღემდე. ლექციაზე განხილული იქნება, როგორი იყო მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება ჩეთბოტების წინამორბედებად მივიჩნიოთ, როდის შეიქმნა პირველი ჩეთბოტი და რა გამოცდილება არსებობს ამ მიმართულებით. თუ გსურს ნარატივდიზაინერების […]