თანამედროვე ტექნოლოგიებმა კომუნიკაციები ციფრულ რეალობაში გადმოანაცვლა და ბიზნესისა და მომხმარებლის შეხვედრის წერტილად ინტერნეტსივრცე შეარჩია. 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, უნილაბის ფეისბუქგვერდზე გამართულ ლაივშეხვედრაზე ამ სფეროთი დაინტერესებულთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის გამოცდილი მენტორები ყველა კითხვაზე ამომწურავად უპასუხებენ. ლექციაზე იმოგზაურებთ ციფრული კომუნიკაციების ლაბირინთებში და შეიტყობთ, როგორ იპოვოთ მომხმარებლამდე მიმავალი გზა. მომხსენებლები გაგიზიარებენ, რა უნარებსა და გამოცდილებას შეიძენ, თუ ციფრული […]
11 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IEEE სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას Tech Talk-ი. მომხსენებელი, WeScan Georgia-ს თანადამფუძნებელი არჩილ ლაზარიაშვილი, გაგვაცნობს ინფორმაციას კომპანიის შესახებ, დეტალურად მოგვიყვება მისი საქმიანობის შესახებ – როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ფოტოგრამეტრიული აეროგადაღება, მონაცემთა დამუშავება შესაბამისი პროგრამების მეშვეობით. WeScan Georgia გვთავაზობს რეალობის ახალი განზომილებას […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-6 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის კვირეულში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. კვირეული 180-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20 000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით 40 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია. […]
12 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IEEE სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ გაიმართება საჯარო ლექცია “startup night”. შეხვედრის მომხსენებელი იქნება სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი, რომელიც მოგიყვებათ საკუთარი წარმატების შესახებ, ასევე კომპანიის სიახლეებსა და დაბრკოლებებზე. „Phubber“, ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი გარდერობი ონლაინმაღაზიად აქციოს. ის 2019 წლიდან […]
2022 წლის 29-31 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საუნივერსიტეტო სწავლების გაუმჯობესების (IUT) პროგრამის მიერ ორგანიზებულ 47-ე ყოველწლიურ ჰიბრიდულ კონფერენციას „კვლევიდან პრაქტიკამდე“. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. კონფერენციის თემატიკა რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ კარგმა პედაგოგიურმა კვლევამ სწავლება გააუმჯობესოს? რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ პროცესის უწყვეტობა უზრუნველყოთ – აუდიტორიაში მიღებული ინფორმაცია პრაქტიკაში იქნეს გამოყენებული და ამ […]
13 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) თანამშრომლობით გიწვევთ ამერიკის ფედერალური მოსამართლის, ვირჯინია ქოვინგთონის საჯარო ლექციაზე. ლექცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით. ლექციაზე ნებისმიერი ფორმატით დასწრების […]
13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IEEE სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ გაიმართება საჯარო ლექცია „მდგრადი განვითარება მეწარმეობაში“. შეხვედრაზე წარმატებული ანტრეპრენერები მოგიყვებიან თავიანთი საქმიანობის, მოტივაციისა და გამოცდილების შესახებ. შეხვედრის მომხსენებლები იქნებიან: პარკი არ მინდას დამფუძნებელი მარიამ ფესვიანიძე და ტენეს დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი ტენე კომპანია ჯინვენტორის მიერ შექმნილი პირველი ქართული და […]