25 აგვისტოს, 15:00 საათზე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი უმასპინძლებს საინფორმაციო შეხვედრას ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებულ პირთათვის ფეისბუქლაივში. ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ისაუბრებენ ილიაუნის პროფესორები, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ლექტორები: ჯანა ჯავახიშვილი, დავით ოთიაშვილი და ირმა კირთაძე; მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის სპეციალისტი ზვიად ზალიკიანი და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული თამარ მღებრიშვილი. […]