25 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში პირველ ღია ლექციას გამართავს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი. ლექციის თემა: ჩეთბოტების შექმნის ისტორია მომხსენებელი განიხილავს ჩეთბოტების გზას მათი დაარსებიდან დღემდე. როგორი იყო ჩეთბოტის შექმნის პირველი მცდელობა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც პირველად დაიწყეს „მოსაუბრე მანქანაზე” მუშაობა, რა დანიშნულებით იყენებდნენ […]
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის განაგრძობს სემინარების ციკლს, რომლის მორიგი სესიები გაიმართება 27-29 იანვარს, 20:00-22:00 საათზე. სემინარზე პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გაეცნობიან სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და განათლების მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს . STEM-ის დარგებში (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) კვლევისა […]
28 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „ვებინარები ადრეულ განათლებაზე“ პირველი შეხვედრა. შეხვედრის მიზანია 2020 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს ორგანიზებით შემუშავებული წიგნების პრეზენტაცია. წიგნებზე მუშაობდნენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ადრეული განათლების სპეციალისტები. შეხვედრის მონაწილეები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი განათლების […]
30 იანვარს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა დისტანციურ რეჟიმში ზუმის პლატფორმაზე გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ტექნოლოგიის სკოლის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების შესახებ. მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან: ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების მიმართულებით, პროფესორი კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით, […]