21 დეკემბერს USAID/საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება კემპუს ლექცია „Campus Discussion: Conversation with Pollsters“. ლექცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს , შეხვდნენ საერთაშორისო მკვლევრებსა და საქართველოში მოქმედ წამყვან კვლევით ორგანიზაციებს და მათთან განიხილონ წინასაარჩევნო კვლევებისა და ეგზიტპოლების მეთოდოლოგიური და ეთიკური სტანდარტები. ლექციაში მონაწილეობას მიიღებენ ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი (ACT), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სოციალური კვლევისა […]
22 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ინტერდისციპლინური სემინარების ციკლის „ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ ფარგლებში ჩატარდება ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მორიგი სემინარი: „მწვანე წყალბადი – მდგრადი ენერგეტიკის მომავალი“. სემინარის შესახებ მწვანე წყალბადის წარმოება და მოხმარება კლიმატის ცვლილების შესარბილებლად ბოლო წლების პოპულარული გლობალური ტენდენციაა. წყალბადისგანახლებადი ენერგიის […]
24 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირინა ლობჟანიძე წარადგენს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (DP 2016_23) შექმნილ ციფრულ ინსტრუმენტს და წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: ძველი და საშუალი ქართული ენის სასრული პოზიციის მორფოსინტაქსური ანალიზატორისა და ტოკენიზატორის კვლევითი პრობლემატიკა. შეხვედრა ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე. დასწრება თავისუფალია. იხ. ბმული: https://us02web.zoom.us/j/82051537428?pwd=M0libS92VlpPbyt3VmZiTWlveUN0Zz09 2020 წელი
26 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა აბიტურიერიენტებისთვის პირველ Live-საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. „რა არის სამოქალაქო ინჟინერია? ყველაფერი, რასაც ირგვლივ ვხედავთ, სამოქალაქო ინჟინერიაა: გზები, აეროპორტები, პორტები, შენობა-ნაგებობები. სამოქალაქო ინჟინერია სოლიდური პროფესიაა, პროფესია, რომლის ათვისების შემდეგ ყოველთვის შეძლებთ დასაქმებას“ – მაიკლ სონდერსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვნელი ვის შეხვდები Live-საინფორმაციო შეხვედრაზე? შეხვედრაზე მომავალ პროფესიაზე, […]