15 დეკემბერს, 16:00 საათზე, Booster Talks-ის ფარგლებში შეხვედრას გამართავს საერთაშორისო კომპანიის Majorel შერჩევისა და დასაქმების ჯგუფის ხელმძღვანელი შორენა ქუთათელაძე. კომპანია Majorel-მა საქართველოში 2016 წლის სექტემბერში დაიწყო ოპერირება და ამჟამად სამი ოფისითაა წარმოდგენილი, მათ შორის ორი თბილისშია და ერთი ქუთაისში. კომპანია ემსახურება კლიენტებს მოგზაურობის, ელექტრონული კომერციის, ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებით. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად […]
16 და 18 დეკემბერს USAID/საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „2020 წლის წინასაარჩევნო კვლევებისა და ეგზიტპოლების მიმოხილვა“. კონფერენციის მიზანია წამყვანი კვლევითი ორგანიზაციების, მკვლევრების, საერთაშორისო ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევებისა და ეგზიტპოლების მეთოდოლოგიური ასპექტების განხილვა და წინასაარჩევნო გარემოს დახასიათება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კვლევითი კომპანიები – Edison Research და Ipsos, ასევე […]
17-19 დეკემბერს გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დისტანციურად აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია. კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“. კონფერენციაზე შეჯამდება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 2020 წლის სამეცნიერო მუშაობა და წარმოდგენილი იქნება მოხსენებები კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა გარდა კონფერენციაში […]