ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 12-13 ნოემბერს გაიმართება საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი Georgia - Educational Games Hackathon, რომელიც საერთაშორისო პროექტ DigiEduHack-ის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ორი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს და მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა. DigiEduHack არის EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი) ინიციატივა, რომელიც ხორციელდება ევროკომისიის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიებაში, […]
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. 26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბრიუს გრანტი გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: “Anthropologies in, of, and from the Caucasus”. მომხსენებელი ბრიუს გრანტი, პროფესორი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (კვლევითი მიმართულება: კავკასია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ანთროპოლოგია,კულტურული ისტორია, რელიგია, პოლიტიკა). დრო: 26 ოქტომბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ნინო აივაზიშვილი-გენე გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: „რატომ არის რთული მოქალაქეობის საკითხების შესწავლა აზერბაიჯანში? სოციალურ-ანთროპოლოგიური კვლევის გამოცდილება სასაზღვრო ზონაში“. მომხსენებელი ნინო აივაზიშვილი-გენე, ლექტორი, ბოხუმის უნივერსიტეტი, სოციალური ფსიქოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის განყოფილება (კვლევითი ინტერესები: მოქალაქეობა, უმცირესობები, საზღვრის ანთროპოლოგია, კავკასია, აზერბაიჯანი, საქართველო) დრო: 27 […]
28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ვენის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, ანტონ შეხოვცოვის ვებინარზე „რუსეთი და დასავლეთის ულტრამემარჯვენეები: ტანგო ნუარი“, რომელიც Zoom-ში გაიმართება. ვებინარს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი გაუძღვება. ვებინარზე შეხოვცოვი დეტალურად მიმოიხილავს მზარდ კავშირებს სხვადასხვა რუს აქტორსა და დასავლეთის ექსტრემისტულ ჯგუფებს, აქტივისტებს, იდეოლოგებსა და პოლიტიკოსებს შორის და […]
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. 28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პოლ მენინგი გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: “An Accidental Ethnographer”. მომხსენებელი პოლ მენინგი პროფესორი, ტრენტის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტი (კვლევითი მიმართულება: ლინგვისტური ანთროპოლოგია, ისტორია, სემიოტიკა, ურბანული ანთროპოლოგია, პოლიტიკური ანთროპოლოგია, კოლონიალიზმი, კავკასია, საქართველო) დრო: 28 ოქტომბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და […]
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. 29 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ენ მენილი გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: “Making Fieldwork Work”. მომხსენებელი ენ მენილი, პროფესორი, ტრენტის უნივერსიტეტი, ანთროპოლოგიის დეპარტამენტი (კვლევითი ინტერესები: შუა აღმოსავლეთი, არაბეთის ნახევარკუნძული, იტალია, რელიგია და მსოფლიო ხედვა, განსხეულება, გენდერი, ეთნოგრაფიული მეთოდები და ანთროპოლოგიის ისტორია) დრო: 29 ოქტომბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი ანახლებს ინტერდისციპლინური სემინარების ციკლს, რომელიც ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხების (ენერგეტიკისა და მდგრადი გავითარების ტექნოლოგიური, ბიზნესის, ეკონომიკური, პოლიტიკური, უსაფრთხოების, გარემოს, სოციალური, კლიმატის ცვლილებების და სხვა ასპექტების) განხილვას დაეთმობა. სემინარები ჩატარდება თვეში ერთხელ დისტანციური ფორმატით - პლატფორმა ზუმის გამოყენებით. გვინდა, რომ სემინარი გახდეს ენერგეტიკის დარგის მოქმედი და […]
30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თემაზე „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ ონლაინ-Zoom აპლიკაციის მეშვეობით. შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას კომუნიკაციების სფეროში როგორც მომხმარებელთა უფლებების, ასევე კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შექმნილია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების […]
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. 30 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ქეთრინ გოთფრედსენი გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: „Recycling and Revisiting: On Monuments, Identity Politics, and Anthropological Analyses“. მომხსენებელი ქეთრინ გოთფრედსენი, უფროსი ლექტორი, მალმოს უნივერსიტეტი, კავკასიის კვლევის პროგრამა (კვლევითი ინტერესები: პოლიტიკური ტრანსფორმაცია, გაურკვევლობა, რელიგია, ისტორია, იდენტობა, მორალურობა, პოლიტიკური ფორმები და პრაქტიკები) დრო: 30 […]
30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექციების სერიის ფარგლებში ნარატივდიზაინერი მარიამ გოჩიაშვილი ისაუბრებს ნარატივდიზაინერების საქმიანობაზე. ლექციის შესახებ სიტყვებით შეგიძლია შთააგონო და შეაყვარო, უსულო საგნები გააცოცხლო. ალბათ ბევრი ჩატბოტი შეგხვედრია ონლაინსივრცეში. იქნებ გამოლაპარაკებიხარ კიდეც. გაგჩენია კითხვა - ვინ ქმნის? როგორ მუშაობს? ნარატივდიზაინერები შთაბერავენ სულს ამ ციფრულ არსებებს. მერე კი დიდი მზრუნველობით ზრდიან და ავითარებენ მათ. […]
31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექციების სერიის ფარგლებში დიზაინერი მარიამ არაბული ისაუბრებს გრაფიკული დიზაინერების საქმიანობაზე. ლექციის შესახებ გიფიქრია, რა მოხდებოდა, შენს გონებაში დასახლებული იდეების ვიზუალურად გამოხატვა რომ შეგეძლოს? და იქნებ მართლა გირჩევნია, რომ აუდიტორიას სიტყვების ნაცვლად შენი შექმნილი ილუსტრაციებით ელაპარაკო? თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ უნილაბში, გრაფიკული დიზაინის კურსზე გელოდებით. მანამდე კი […]