21-ე საუკუნეში გრაფიკული დიზაინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ყოველდღიურ საქმიანობაში მისი გამოყენების აუცილებლობა ნათლად გამოჩნდა. ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რამდენად ნაყოფიერი და საჭიროა დისტანციური მუშაობის კულტურა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შინიდან გაუსვლელად ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე გეოგრაფიული საზღვრების მიუხედავად. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 1-ლი ნოემბრიდან ფაბლაბ ილიაუნი სტუდენტებისთვის გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის უფასო ონლაინტრენინგკურსს, რომელიც […]
„დემოკრატიის განვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1-ლი ნოემბრიდან იწყებს უახლეს პროექტს „საინჟინრო სკოლა სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლე გოგოებში ინჟინერიის დარგის პოპულარიზაციას. პროგრამა ინდივიდუალური ფედერალური დახმარების ჯილდოა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროსს, ქეთევან დარახველიძეს, როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების (ედმუნდ მასკის 2007-2009 სამაგისტრო პროგრამა, UGRAD […]
ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით 16 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გიწვევთ ფილმის “Speak”/„ილაპარაკე“ ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე. დისტანციური დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/y5hayv44 დისკუსიამდე კი ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/y6bz94pv ფილმი „ილაპარაკე“ 14 წლის თინეიჯერი მელინდას ცხოვრების გარდამტეხ ეტაპზე მოგვითხრობს, ეტაპზე, რომელიც […]